მთავარი საქართველო თამარ გაბუნია - ამ ეტაპზე საველე ჰოსპიტლების საჭიროებას ვერ ვხედავთ

თამარ გაბუნია – ამ ეტაპზე საველე ჰოსპიტლების საჭიროებას ვერ ვხედავთ

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, სამინისტრო ამ ეტაპზე საველე ჰოსპიტლების საჭიროებას ვერ ხედავს.

როგორც გაბუნიამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ჰოსპიტალური სექტორში 9000-მდე საწოლია მობილიზებული, ასევე აცრილია მილიონამდე მოქალაქე და იმის ალბათობა, რომ მათ ჰოსპიტალიზაცია დასჭირდებათ ძალიან დაბალია.

,,დღეს ჰოსპიტალური სექტორი მობილიზებულია, გვაქვს 9000-მდე საწოლი და ვაქცინირებული მილიონამდე მოქალაქეა. იმის ალბათობა, რომ რომელიმე ვაქცინირებულ მოქალაქეს ჰოსპიტალიზაცია დასჭირდება, არის ძალიან დაბალი. ეს უკვე თვალსაჩინოდ იკვეთება თბილისშიც და ბათუმშიც. ამდენად, ეს გვაძლევს საშუალებას არსებული რესურსით, რომელიც გვაქვს ჯანდაცვის სექტორში გავიაროთ ინფექციის მზარდი მატების პერიოდი, საველე ჰოსპიტლების საჭიროებას ჩვენ ამ ეტაპზე ვერ ვხედავთ“, – აღნიშნა თამარ გაბუნიამ.

უახლესი

სხვა ამბები

Send this to a friend