მთავარიევროპარუმინეთირუმინეთის საავადმყოფოებში თავისუფალი საწოლების რაოდენობა ამოიწურა

რუმინეთის საავადმყოფოებში თავისუფალი საწოლების რაოდენობა ამოიწურა

რუმინეთში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების მატების გამო საავადმყოფოებში რთული ვითარებაა. მძიმე პაციენტებისთვის აღარ არის თავისუფალი საწოლები. საგანგებოდ მოეწყო საველე ჰოსპიტლები, რომლებიც მალევე ივსება.

ხშირად სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანებსაც იყენებენ პაციენტებისთვის, რომლებსაც ჟანგბადი სჭირდებათ.  ზოგიერთი მათგანი სასწრაფო დახმარების მანქანაშივე გარდაიცვალა, სანამ მათ საავადმყოფოში მიუჩენდნენ ადგილს.

გალაცის სასწრაფო დახმარების დეპარტამენტის სპიკერი მიჰაი პოლინსკი აღნიშნავს, რომ ქვეყანაში კატასტროფული მდგომარეობაა და რომ მსგავსი ვითარება პანდემიის წინა ეტაპებზეც არ ყოფილა. მისი თქმით, გალაცში გასული 24 საათის განმავლობაში 18 ადამიანი გარდაიცვალა, თითოეული მათგანი აუცრელი იყო.

გალაცის საავადმყოფოს სპიკერის ვიოლეტა საპირას განცხადებით, იმატებს შემთხვევების რაოდენობა, ბევრი პაციენტის მდგომარეობა მძიმეა, ყველას ჟანგბადი სჭირდება. გადაუდებელი სამედიცინო დახმარების განყოფილებაში 70 პაციენტია განთავსებული.

რუმინეთში შექმნილ კრიტიკულ ვითარებას ვაქცინაციის დაბალი ტემპით ხსნიან, ამავდროულად, რუმინეთის პრეზიდენტი მთავრობას შეზღუდვების დაწესებისკენ მოუწოდებს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend