მთავარისაქართველორის ხარჯზე ინარჩუნებს ლარი სტაბილურობას

რის ხარჯზე ინარჩუნებს ლარი სტაბილურობას

უცხოური ინვესტიციები VS ემიგრანტების ფულადი გზავნილები

საქართველოში ფულადი გზავნილები პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებს 3-ჯერ აღემატება.

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის, საქართველოს ეროვნული და მსოფლიო ბანკის მონაცემებით, 2021 წლის 9 თვის მონაცემებით, უცხოეთიდან ფულადი გზავნილების მოცულობამ $1.7 მლრდ შეადგინა.

ეროვნული ბანკის სტატისტიკის თანახმად, მიღებული გზავნილები წინა წელთან შედარებით 28%-ით მეტია.

ეკონომიკის ექსპერტები ამ მოცემულობას შემდეგი ფაქტორებით ხსნიან – ინვესტორები საქართველოში შექმნილი პოლიტიკურ-ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, თავს იკავებენ ფულის ჩადებისგან.

ამის საპირისპიროდ კი, იზრდება უცხოეთში ემიგრაციაში წასული მოქალაქეების რაოდენობა. რის გამოც, მათ მიერ ფულადი გზავნილების მოცულობაც იმატებს.

ეს ფაქტი კი საქართველოს ეკონომიკას კიდევ უფრო დამოკიდებულს ხდის სხვა ქვეყნების ეკონომიკაზე. გრძელვადიან ჭრილში უცხოური ვალუტის ასეთი შემოდინებები ქვეყნის ეკონომიკას უფრო მოწყვლადს ხდის.

მსოფლიო ბანკის შეფასებით, ფულადი გზავნილები საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის 13%-ს შეადგენს, რის გამოც საქართველო მსოფლიოში 21-ე ადგილზე – მხოლოდ უღარიბეს, განვითარებად და საქართველოზე ღარიბ პოსტ-საბჭოთა ქვეყნებს შორის დგას.

2021 წლის განმავლობაში რეკორდულად გაზრდილი ფულადი გზავნილები სავარაუდოდ, მიმდინარე პერიოდში ლარის გაცვლითი კურსის შედარებითი სტაბილურობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია.

ალეკო გვეტაძე

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend