მთავარისაქართველო"ინტერპრეტაციები" - სტუდენტების თვალით დანახული თბილისი და ქართველი მხატვრები

“ინტერპრეტაციები” – სტუდენტების თვალით დანახული თბილისი და ქართველი მხატვრები

გამოფენა „ინტერპრეტაციები“ სრულიად ახალგაზრდულია. მეტიც – სტუდენტური… თავისუფალი უნივერსიტეტის ვიზუალური ხელოვნების სკოლის პირველი და მეორე კურსის სტუდენტებმა საკუთარი ნამუშევრები “ფაბრიკის” საგამოფენო სივრცეში წარმოადგინეს.

ნამუშევრების ნაწილი ფიროსმანის, დავით კაკაბაძის და შალვა ქიქოძის ნახატების შთაგონებითაა შექმნილი.

„განსაკუთრებით მომწონს ფიროსმანის ნამუშევრები… ძალიან ბევრი ვიმუშავე, ვცადე, მისი ნამუშევრებიდან ვიზუალური ელემენტების ამოღება და ჩემებურად გადმოცემა. ჩვენ გასვლითი ლექციები გვქონდა, რომლებიც ჩემთვის, როგორც ახალგაზრდა არტისტისთვის, ძალიან ბევრის მომცემი იყო“, – ამბობს მხატვარი ნენე ბერიძე.

ვიზუალური ხელოვნების სკოლის მეორეკურსელებმა ქალაქის ურბანული გარემო წარმოაჩინეს.

სტუდენტები ქალაქის სხვადასხვა წერტილში დადიოდნენ, აკეთებდნენ ჩანახატებს, იკვლევდნენ მათთვის საინტერესო ობიექტებს და შემდეგ ნამუშევრებს ქმნიდნენ.

„მე გარეუბანში ვცხოვრობ, იქ ერთი შენობა იყო, რომელსაც ჰქონდა წარწერა – „ალიონი“. თუ არ ვცდები, რესტორანი იყო. ამ ყველაფერს ჩემთვის სენტიმენტალური დატვრითვა აქვს, რადგაც სწორედ იქ გაიმართა ჩემი მშობლების ქორწილი. ავტობუსით მგზავრობისას სულ მაგ წარწერას ვუყურებდი. ერთხელაც, ასოები იქ აღარ დამხვდა. გვიან აღმოვაჩინე, რომ ჯართში ჩაუბარებიათ“, – იხსენებს ანა ხუბაევა.

„ჩემი ნამუშევრის სახელი „რბილი კავშირებია“. მთავარი ინსპირაცია და პირველი ბიძგი იყო ქალაქში და განსაკუთრებით სადგურის მოედანზე მატარებლების ზემოთ  გაბმული კაბელები, რომლებიც იმდენად ქაოტური და აბურდულია, რომ თავისებურ ნახატსა და გრაფიკას ქმნის“, – ამბობს სოფია მესხი.

„ჩემი ჩანაფიქრი გულისხმობდა, რომ ტანისამოსის გამოყენებით შემექმნა ნამუშევარი, რომელიც ნახატის მსგავსი იქნებოდა. ინსპირაცია ტანსაცმლის მაღაზიებიდან მივიღე“, – არჩილ წერეთელი.

ნინი დვალიშვილი

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend