მთავარი ამერიკა აშშ აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მრჩეველი შესაძლოა გაასამართლონ

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მრჩეველი შესაძლოა გაასამართლონ

თეთრი სახლის ყოფილ თანაშემწეს სტივ ბენონს შესაძლოა, სისხლისსამართლებრივი დევნა დაემუქროს. მას შემდეგ, რაც აშშ-ის კონგრესმა კაპიტოლიუმზე თავდასხმის გამოძიება დაიწყო, კონგრესმენებმა ხმა მის წინააღმდეგ მისცეს, თუმცა ტრამპის დიდი ხნის მოკავშირემ გამოძიებისთვის ჩვენების მიცემაზე უარი განაცხადა.

,,სტივ ბენონი ჩვენთვის დაუმორჩილებლობის გამოცხადების გამო მარტო აღმოჩნდა. ეს მიუღებელია. ამ ქვეყანაში ის რაც უნდა მდიდარი და ძლიერი იყოს კანონზე მაღლა არ დგას. დაუდევრად დატოვებულმა ამ დაუმორჩილებლობამ შეიძლება სხვები წაახალისოს და მისაბაძი გახდეს ბენონის ამგვარი დამოკიდებულება”, – განაცხადა კონგრესში კომიტეტის თავმჯდომარემ ბენი ტომპსონმა.

ფართოდ არის გავრცელებული მოსაზრება, რომ სტივ ბენონს შესაძლოა ჰქონოდა ინფორმაცია კაპიტოლიუმზე თავდასხმის შესახებ, ამიტომ ის გამოძიებისთვის მნიშვნელოვანი წყაროა. ამასთანავე, 6 იანვარს ის მუდმივ კომუნიკაციაში იყო ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტთან დონალდ ტრამპტთან, რაც კონგრესმენებისთვის გასათვალისწინებელ ფაქტს წარმოადგენს.

კონგრესში კომიტეტი ბენონის შესახებ მომზადებულ ანგარიშს დემოკრატების პალატას გადაუგზავნის რათა სტივ ბენონმა სასამართლოს გზით პასუხი აგოს იმ დაუმორჩილებლობისთვის, რომელიც კონგრესის წინაშე გამოიჩინა.

უახლესი

სხვა ამბები

Send this to a friend