მთავარიევროპაგაერთიანებული სამეფოლონდონში "დიუნის" პრემიერა გაიმართა

ლონდონში “დიუნის” პრემიერა გაიმართა

დიდი ხნის ლოდინის შემდეგ სამეცნიერო ფანტასტიკის მოყვარულებს უკვე შეეძლებათ საყვარელი წიგნის „დიუნის“ ეკრანიზაცია იხილონ.

წელს რამდენიმე კინოპრემიერაა დაგეგმილი, თუმცა ყველაზე მეტად ლიტერატურისა და კინოს მოყვარულები დენი ვილნევის ახალ ფილმს „დიუნს“  ელიან.

ფილმის პრემიერა 18 ოქტომბერს ლონდონში გაიმართა. მისი წარდგენა ჯერ კიდევ 2020 წლის დეკემბერში იყო დაგეგმილი, თუმცა პანდემიის გამო გადაიდო.

ფილმში მთავარ როლს ტიმოთი შალამე ასრულებს. მასთან ერთად ვიხილავთ სხვა ცნობილ სახეებსაც: ზენდეიას, ხავიერ ბარდემს, ჯეისონ მომოას და ოსკარ აიზეკს.

„ეს ყველაფერი არაჩვეულებრივია. ჩვენ გამოვიარეთ პანდემია, შეხედეთ ხალხის რეაქციას, ისინი გვეუბნებიან, რომ გამოვჩნდეთ. ძალიან მომენატრა ეს ყველაფერი“, – ამბობს  ტიმოთი შალამე.

„ტიმოთი შალამე საოცრად ნიჭიერი ადამიანია, ამასთანავე, არაჩვეულებრივი პიროვნებაა! მას უშრეტი ენერგია აქვს.  ბოლო ორი წლის განმავლობაში გადასაღებ მოედანზე ჩვენ ერთმანეთს ძალიან დავუახლოვდით და ამის მადლიერი ვარ“, – ამბობს მსახიობი ზენდეია.

მსგავსი მასშტაბური და თვალისმომჭრელი სანახაობა არ იქნებოდა უცხო იმ მაყურებლებისთვის, რომელთაც უკვე უნახავთ დენი ვილნევის ისეთი ფილმები, როგორებიცაა Arrival და Blade Runner 2049. ორივე ფილმი ოსკარზე იყო წარდგენილი.

დიუნი ფრენკ ჰერბერტის ამავე სახელწოდების სამეცნიერო ფანტასტიკის თემაზე შექმნილი წიგნის ეკრანიზაცია იქნება.

1984 წელს დევიდ ლინჩმა ამ წიგნის მიხედვით უკვე გადაიღო ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ფილმი, დენი ვილნევი კი 36 წლის შემდეგ თანამედროვე ეკრანიზაციას შემოგვთავაზებს.

უახლესი

სხვა ამბები

00:06:43

მოსადი

spot_imgspot_img
Send this to a friend