მთავარიმსოფლიოევროპალატვიაში სკოლები, რესტორნები და გასართობი დაწესებულებები ერთი თვით დაიხურა

ლატვიაში სკოლები, რესტორნები და გასართობი დაწესებულებები ერთი თვით დაიხურა

კორონავირუსი და ევროპა

პორტუგალიაში ზამთრის სეზონის მოახლოებასთან ერთად, კორონავირუსის ვაქცინით მოქალაქეების აცრის პარალელურად, მათი გრიპის ვაქცინით აცრაც მიმდინარეობს. რთული ვითარებაა რუმინეთში, სადაც ქვეყნის მოსახლეობის რაოდენობასთან შეფარდებით მსოფლიოში სიკვდილიანობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი გამოვლინდა. ლატვიაში კი კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვები ერთი თვით კვლავ ამოქმედდება.

რუმინეთში, მოსახლეობის რაოდენობასთან შეფარდებით, მსოფლიოში სიკვდილიანობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა. ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ ეს ვაქცინაციის დაბალი ტემპით არის გამოწვეული. მთელ ქვეყანაში საავადმყოფოები გადავსებულია, ინტენსიური თერაპიის განყოფილებებში აღარ არის თავისუფალი საწოლები.

ევროპის მასშტაბით სხვადასხვა ქვეყანა ვირუსთან ბრძოლის განსხვავებულ ეტაპზეა. ლატვიასა და სლოვაკიაში შეზღუდვებს ხელახლა აწესებენ. ლატვიაში ერთი თვით დაიხურა სკოლები, რესტორნები და გასართობი დაწესებულებები. 15 ნოემბრამდე ღამის საათებში კომენდანტის საათიც იმოქმედებს.

დიდ ბრიტანეთში კი, რომელიც ვაქცინაციის ტემპით მსოფლიოში ერთ-ერთ მოწინავე ადგილზეა, ოფიციალური პირები მესამე დოზის გაკეთების აუცილებლობაზე საუბრობენ. ქვეყანაში დღიურად 50 000 ახალი შემთხვევა ვლინდება, ინფიცირებულები ძირითადად 12 – 15 წლამდე აუცრელი მოზარდები არიან. ხელისუფლება ცდილობს, ე.წ. „ბუსტერ დოზით“, პირველ რიგში, ხანდაზმულები და დაუცველი ადამიანები აცრას.

პორტუგალიაში ე.წ. „ბუსტერ დოზებთან“  ერთად მოსახლეობას გრიპის აცრასაც სთავაზობენ. ოფიციალური პირების თქმით, ისინი ნოემბრის ბოლომდე 2 მილიონი ადამიანის აცრას გეგმავენ.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend