მთავარიმსოფლიოდაზარალებული ავტოინდუსტრია

დაზარალებული ავტოინდუსტრია

ავტოინდუსტრია ჩიპების ნაკლებობის გამო ძალიან დაზარალდა. ჩიპები ავტომობილების ერთ-ერთი ძირითადი ნაწილია. არაერთი მსხვილი ბრენდი იძულებული გახდა, დროებით ავტომობილების წარმოება შეეჩერებინა. ამის გამო ევროპული მანქანების გაყიდვები გასულ თვეს საგრძნობლად შემცირდა.ევროპული  ავტომანქანების მწარმოებელთა ასოციაციის მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, სექტემბერში ახალ მანქანებზე მოთხოვნა 718,598 ერთეულამდე შემცირდა. ეს 1995 წლის შემდეგ გაყიდვების ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.
გასულ წელთან შედარებით, 2021 წლის სექტემბერში, ახალი ავტომობილების რეგისტრაცია 23.1%-ით შემცირდა.
ევროკავშირის მსხვილ ბაზარზე ორნიშნა რიცხვი მცირდება. მონაცემები კი ასეთია:
იტალიაში – 32,7% – ით შემცირდა;
გერმანიაში – 25,7% – ით;
საფრანგეთში – 20,5% – ით;
ხოლო ესპანეთში – 15.7% – ით;

თანამედროვე ავტომობილები დიდწილად ნახევარგამტარებზეა დამოკიდებული. ბლოკირების საწინააღმდეგო სამუხრუჭო სისტემით დაწყებული უსაფრთხოების ბალიშებითა და პარკირების დამხმარე ტექნოლოგიით დამთავრებული. საავტომობილო ინდუსტრიას მიკროჩიპების წარმოებაში კონკურენციას სხვა სექტორიც უწევს.

ამგვარი მიკროჩიპები ხშირად მილიმეტრამდე ზომისაა. პამდემიის დროს ქარხნების დროებითმა დახურვამ შეაფერხა მომარაგებაც. ქარხნების გახსნისთანავე, ელექტრონული საქონლის მწარმოებლებმა ახალი შეკვეთები აიღეს რამაც ჩიპების დამზადების პროცესი კიდევ უფრო  შეაფერხა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend