ბოლო მონაცემებით, კორონავირუსის შემთხვევების გამო თბილისში არსებული 186 საბავშვო ბაღიდან 99 ბაღია დაკეტილი.
თბილისის ბაღების მართვის სააგენტო ამბობენ, რომ 53 ბაგა-ბაღის შემთხვევაში კორონავირუსით ინფიცირებული აღსაზრდელი იყო, ხოლო 46 შემთხვევაში ბაღის თანამშრომელი.
ბაგა-ბაღები სააღმზრდელო პროცესს საკარანტინო ვადის, 12 დღის გასვლისთანავე განაახლებენ.
ბაგა-ბაღების მუშაობა 4 ოქტომბერს განახლდა.