მთავარიამერიკაბრაზილიაბრაზილიაში კოვიდით დაღუპულთა ახლობლები სენატორთა წინაშე წარდგნენ

ბრაზილიაში კოვიდით დაღუპულთა ახლობლები სენატორთა წინაშე წარდგნენ

ორშაბათს ბრაზილიაში კოვიდით დაღუპულთა ოჯახის წევრები ქვეყნის კონგრესის წინაშე წარდგნენ. მათ თავიანთი ტკივილი გაუზიარეს იმ სენატორებს, რომლებიც ბოლსონარუს მთავრობის მიერ პანდემიის მართვასთან დაკავშირებულ საკითხებს იკვლევენ. აქტივისტებმა და დაღუპულთა ოჯახის წევრებმა კონგრესის შენობის წინ 600 თეთრი ქსოვილი ჩამოკიდეს იმ 600 000 ბრაზილიელის პატივსაცემად, რომლებიც კორონავირუსს ემსხვერპლნენ.

არასამთავრობო ორგანიზაცია „Rio de Paz“-ის პრეზიდენტი ანტონიო კარლოს კოსტა ამბობს, რომ პრეზიდენტი და მისი მთავრობის წარმომადგენლები არ ითვალისწინებდნენ ვირუსის საფრთხეს.  ისინი მასობრივი ვაქცინაციის წინააღმდეგიც იყვნენ. მისი თქმით, პრეზიდენტი არ ითვალისწინებდა სანიტარიულ წესებს, ეწინააღმდეგებოდა ნიღბების გამოყენებას, სოციალური დისტანციის დაცვასა და რაც ყველაზე ცუდია, მას არც თანაგრძნობის გამოხატვა შეეძლო.

დემონსტრანტებს სურთ, რომ მთავრობის წარმომადგენლებმა პასუხი აგონ ამდენი დაღუპულის გამო. მათი განცხადებით, ბოლსონარუს უმოქმედობამ მრავალი უდანაშაულო ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.

ენერ ველოზო პედაგოგია. იგი ამბობს, რომ მამამისი ახალგაზრდა კაცი იყო, 59 წლის. იგი აქტიურ ცხოვრებას ეწეოდა, იყო სტომატოლოგი, ჰქონდა შავი ქამარი ძიუდოში. თუმცა, სამწუხაროდ, აჰყვა დეზინფორმაციას და არ ითვალისწინებდა ვირუსთან დაკავშირებულ რისკებს.

ბრაზილია მეორე ადგილზეა კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობით, თუმცა მთავრობის ჯანდაცვის სპეციალისტების განცხადებით, ვაქცინაციის ტემპი იმატებს და მცირდება ინფიცირების მაჩვენებელი. სენატი კი ამ კვირაში დაასრულებს შეხვედრებს, საბოლოო ანგარიშს კი მომავალ კვირას გამოაქვეყნებს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend