მთავარი მსოფლიო კოსმოსში ფილმის გადამღები ჯგუფი დედამიწაზე დაბრუნდა

კოსმოსში ფილმის გადამღები ჯგუფი დედამიწაზე დაბრუნდა

17 ოქტომბერს რუსი მსახიობი იულია პერესილდი და რეჟისორი კლიმ შიპენკო დედამიწაზე დაბრუნდნენ. მათ 12 დღე გაატარეს საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე.  კოსმოსური სადგურის ორბიტიდან ისინი პირველად იღებდნენ კადრებს მხატვრული ფილმისთვის.

იულია პერესილდი და კლიმ შიპენკო ყაზახეთის სტეპებში კვირას დილით დასხდნენ. ხომალდის დაშვების ამსახველ კადრებს რუსეთის კოსმოსური სააგენტო ავრცელებს.

დედამიწაზე ისინი კოსმონავტ ოლეგ ნოვიცკისთან ერთად დაბრუნდნენ. კოსმონავტმა საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე ნახევარი წელი გაატარა. თუკი პროექტი წარმატებით განხორციელდება, რუსული ეკიპაჟი პირველი იქნება, რომელიც კოსმოსში  ფილმს გადაღებას ჰოლივუდს დაასწრებს.

ცნობილია, რომ ტომ კრუზი ილონ მასკის კომპანია „სპეის იქსთან“ ერთად აპირებს ფილმის გადაღებას.

ფილმის შინაარსი და ბიუჯეტი ძირითადად გასაიდუმლოებულია, თუმცა ცნობილია ზოგიერთი დეტალი ფილმის შინაარსიდან. ერთ-ერთ ქირურგს გააგზავნიან  საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე კოსმონავტის გადასარჩენად.

უახლესი

სხვა ამბები

ფილმიფილმი

Send this to a friend