მთავარიევროპაგაერთიანებული სამეფობრიტანეთში „Earthshot”-ის ჯილდოს გამარჯვებულები გამოვლინდნენ

ბრიტანეთში „Earthshot”-ის ჯილდოს გამარჯვებულები გამოვლინდნენ

კემბრიჯის ჰერცოგი და ჰერცოგინია ულოცავენ Earthshot-ის პრიზის პირველ 5 გამარჯვებულს. ეს არის ამბიციური პროგრამა, რომელიც მიზნად ისახავს კლიმატის ცვლილების დასაძლევად ახალი იდეებისა და ტექნოლოგიების მოძიებას მთელს მსოფლიოში.

სამეფო წყვილს გარემოსდამცველი ვარსკვლავები ლონდონის ჩრდილოეთ ნაწილში, ალექსანდრა-პალასში შეუერთდნენ. ჯილდო  2030 წლამდე ყოველ წელს 5 გამარჯვებულს გადაეცემა. თითოეული გამარჯვებული 1 მილიონ გირვანქა სტერლინგს მიიღებს, რათა  თავიანთი იდეებისა და გეგმების განხორციელება შეძლონ.

ამ კონკურსზე დააფინანსებენ კოსტა რიკისა და მისი ტყის გადანერგვის სქემას, ბაჰამის კუნძულებზე  მარჯნის ფერმასა და ინდოეთში დაფუძნებულ ტექნოლოგიას, რომელიც აგრონარჩენებისგან საწვავის წარმოებას გულისხმობს.

პრინცმა უილიამმა და მისმა საქველმოქმედო სამეფო ფონდმა Earthshot-ის ჯილდო გასულ წელს დააწესეს. იდეა 1962 წელს პრეზიდენტ ჯონ კენედის  სიტყვით გამოსვლის შემდეგ გაჩნდა, პრეზიდენტი თავის გამოსვლაში მთვარეზე გაფრენის შესახებ საუბრობდა. დაჯილდოების ცერემონია გლაზგოში კლიმატის სამიტამდე რამდენიმე დღით ადრე გაიმართა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend