გამოქვეყნდა კავკასიონის მყინვარების ორი ახალი ინვენტარიზაციის შედეგები. ამ კვლევის მიხედვით კავკასიონმა ბოლო ოც წელიწადში 320 კვადრატული კილომეტრი ყინული დაკარგა. სპეციალისტების აზრით ეს უპრეცედენტოდ დიდი დანაკარგია. ასევე, გამოქვეყნდა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საერთაშორისო ნაშრომი, რომელიც ეხება მყინვარების შემცირებას გლობალური მასშტაბით, მცირე გამყინვარების ეპოქიდან დღემდე.
ამ თემაზე ახალი ზელანდიიდან საუბრობს ლევან ტიელიძე – გლაციოლოგი, რომელიც ანტარქტიკის კვლევით ცენტრში მუშაობს