მთავარიევროპასაფრანგეთიფრანგი მასწავლებლის მკვლელობიდან ერთი წელი გავიდა

ფრანგი მასწავლებლის მკვლელობიდან ერთი წელი გავიდა

დღეს, 15 ოქტომბერს საფრანგეთის სკოლებში წუთიერი დუმილით მიაგებენ პატივს სამუელ პატის, მასწავლებელს, რომელიც ერთი წლის წინ პარიზის მახლობლად იმის გამო მოკლეს, რომ მან თავის მოსწავლეებს მუჰამედ წინასწარმეტყველის კარიკატურა აჩვენა. ერთი წლის შემდეგ ქალაქში, რომელშიც იგი ასწავლიდა, ცდილობენ, ცხოვრების ჩვეულ რიტმს დაუბრუნდნენ, თუმცა განვითარებული მოვლენები აქ ჯერ კიდევ ყველას კარგად ახსოვს.

კონფლანში მცხოვრები სალომონ ასფაჰა ამბობს, რომ ჯერ კიდევ ბევრ ადამიანს ახსოვს სამეულ პატის ამბავი. მისი თქმით, ეს რთული დასავიწყებელია. ადამიანები აგრძელებენ ცხოვრებას, მაგრამ ამას ვერასდროს დაივიწყებენ. მსგავსი მოვლენები ყოველთვის ტოვებს გარკვეულ კვალს.

სამუელ პატის მკვლელობით ყველაზე მეტად შეწუხებული მოსწავლეები და მშობლები არიან.  მათ მიაჩნიათ, რომ მისი იდეალების გაცოცხლება საუკეთესო საშუალებაა მის მოსაგონებლად.

ერთ-ერთი მოსწავლის მშობელს, სესილ რიბე-რეტელს, მიაჩნია, რომ სამუელ პატი უფრო მეტს იმსახურებს, ვიდრე ყვავილებსა და წუთიერ დუმილს. მისი თქმით, საზოგადოებას ბევრად უფრო მეტი მოეთხოვება, ეს მათი კოლექტიური პასუხისმგებლობაა.

შაბათს ოფიციალური ცერემენია გაიმართება განათლების სამინისტროში. პატის ოჯახი ემანუელ მაკრონს შეხვდება. სორბონის უნივერსიტეტის გვერდზე მდებარე სკვერს კი ხვალიდან მისი სახელი მიენიჭება.

უახლესი

სხვა ამბები

00:01:45
spot_imgspot_img
Send this to a friend