მთავარიგადაცემებიSmart RegionsALPINNOCT - ინტერმოდალური სატრანსპორტო პროექტი ალპების დასაცავად

ALPINNOCT – ინტერმოდალური სატრანსპორტო პროექტი ალპების დასაცავად

ალპებში სათუთი ეკოსისტემააა, არადა, ამ მთებში წელიწადში ორი მილიონი სატვირთო მანქანა გადის. ასეთი დატვირთული მოძრაობა იწვევს ხერგილებს, ხმაურსა და ჰაერის დაბინძურებას.

ამის შესაჩერებლად ევროკავშირმა დაიწყო ახალი პროექტი, სახელწოდებით ALPINNOCT-ი, რომელიც მიზნად ისახავს ე.წ. შერეული ტრანსპორტირების განვითარებას, რაც გადაზიდვის დროს სულ მცირე ორი ტიპის ტრანსპორტის გამოყენებას გულისხმობს.

თუმცა სატვირთო მისაბმელების 95 პროცენტი მხოლოდ სატვირთო ავტომობილზეა გათვლილი და არა მატარებელზე. მაგრამ ეს პრობლემა ბოლო წლებში შედარებით მოგვარდა ე.წ. Nikrasa ნიკრასას პლატფორმის დამსახურებით, რომელიც ALPINNOCT-ის პროექტის ხერხემალია.

ალბერტ ბასტიუსი, ALPINNOCT-ის პარტნიორი კომპანია  TX LOGISTIK AG-ის საოპერაციო დირექტორი:

„როდესაც „ნიკრასას“ NIKRASA პლატფორმა შევქმენით, გვინდოდა, ყველა ტიპის სატვირთო გადამზიდი მოგვეცვა. დღეს ჩვენი სატვირთო მანქანების 94 პროცენტის გადაზიდვას, „ნიკრასას“ NIKRASA მეშვეობით, მატარებლით უზრუნველვყოფთ.“

ეს  Nikrasa-ს პლატფორმები კვირაში 7 დღე 24 საათის განმავლობაში მოქმედია.  ამ პროექტს სულ 100 პარტნიორი პლატფორმა აქვს.

AlpInnoCT-ის  პროექტში 5 ალპური ქვეყანაა ჩართული: გერმანია, ავსტრია, იტალია, სლოვენია და შვეიცარია.

ამ პროექტის  მთლიანი ბიუჯეტი 3 მილიონ ევროს აჭარბებს, აქედან ორნახევარი მილიონი ევროკავშირის რეგიონული განვითარების პოლიტიკის ფარგლებში ფინანსდება.

ამ პროექტის მთავარ მიზნებს შორის დასაწყობებისთვის საჭირო დროის შემცირება და ახალი ტერმინალების მშენებლობაც  არის.

AlpInnoCT-ის  პროექტის 15 -ივე პარტნიორი იზიარებს პროექტის რეკომენდაციებსა და პრინციპებს.

პროექტის ხელმძღვანელი კარლ ფიშერი  ამბობს, რომ ინტერმოდალურ ტრანსპორტს ეკონომიკური პრობლემებიც აქვს და გარემოსდაცვითიც.

კარლ ფიშერი, კომპანია LOGISTIK-KOMPETENZ-ZENTRUMS (LKZ) PRIEN-ის მმართველი დირექტორი:

„ალპების რეგიონში ერთ მატარებელს 30 სატვირთო მანქანის გადაზიდვა შეუძლია. შესაბამისად,   29 მძღოლის ნაცვლად ლოკომოტივის ერთი მემანქანე გვყავს. ესე იგი ეფექტი არის ერთი/ ოცდაცხრაზე.   გარდა ამისა, სარკინიგზო გადაზიდვით  80 პროცენტით ვამცირებთ ნახშირორჟანგის გამონაბოლქვს, თან მუშახელის ხარჯიც ნაკლებია.“

თუმცა თუ საკითხს საავტომობილო ტრანსპორტის კუთხით შევხედავთ, თომას ებერლის მსგავსი მენეჯერები ამბობენ, რომ საერთაშორისო ტრანსპორტი კონტროლდება მკაცრი რეგულაციებით, რომლებიც ყველა ქვეყანაში განსხვავებულია.

თომას ებერლი,  კომპანია Eberl Internationale Spedition GmbH & Co KG-ის მმართველი დირექტორი:

„მოქნილობა ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია, ამას ბაზარიც ითხოვს. ჩვენი ათვლის წერტილი საავტომობილო გადაზიდვაა და თუ რკინიგზას სურს, ჩაერთოს, მოქნილი უნდა იყოს. გარდა ამისა,  ლოგისტიკისა და ტრანსპორტირების კომპანიებიც უფრო მოქნილები უნდა იყვნენ.“

ევროკავშირი მიზნად ისახავს, რომ 2030 წლისთვის ტვირთის საგზაო გადაზიდვების 30 პროცენტი რკინიგზითა და წყლის ტრანსპორტით ჩაანაცვლოს.

ავტორი : ავრორა ველესი

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend