მთავარი ევროპა იტალია ავიაკომპანია „ალიტალია“ იხურება

ავიაკომპანია „ალიტალია“ იხურება

იტალიის ყველაზე დიდი ავიაკომპანია „ალიტალია“ 74-წლიანი ფუნქციონირების შემდეგ 14 ოქტომბერს მუშაობას დაასრულებს. პანდემიამ დიდი ზიანი მიაყენა კომპანიას, რომელსაც უკვე მრავალი წელია პრობლემები ჰქონდა. იტალიის სახელმწიფომ ბოლო 20 წლის განმავლობაში 13 მილიარდი ევრო იზარალა.

ორშაბათს კომპანია „ალიტალიას“ თანამშრომლებმა რომში აქცია გამართეს. ისინი მთავრობისგან, გასული წლის მსგავსად,  გარკვეული ნაბიჯების გადადგმასა და დახმარებას მოითხოვდნენ.

„ალიტალიას“ ჩაანაცვლებს ახალი კომპანია „Italia Trasporto Aereo (ITA)“, რომელიც 2 800 ძველ თანამშრომელს დაასაქმებს,  თუმცა 10 800 ადამიანი სამსახურის გარეშე რჩება. ახალი კომპანია 100%-ით საჯარო იქნება. სავარაუდოდ, ახალ თანამშრომლებს შეუმცირდებათ ხელფასი და მოეხსნებათ დაწესებული შეღავათები.

უახლესი

სხვა ამბები

Send this to a friend