მთავარიევროპაესპანეთივულკანის ამოფრქვევის შედეგად ლა-პალმას კუნძულიდან კიდევ 800 ადამიანი გაიყვანეს

ვულკანის ამოფრქვევის შედეგად ლა-პალმას კუნძულიდან კიდევ 800 ადამიანი გაიყვანეს

კუნძულ ლა-პალმაზე კიდევ  800 მოსახლე გაიყვანეს სახლებიდან, რადგან ახლად წარმოქმნილი ლავის ნაკადი მათ საცხოვრებელ ადგილს უახლოვდება. ვულკანმა ამოფრქვევა 19 სექტემბერს დაიწყო. ჯამში 6000 ადამიანი გახდა იძულებული, სახლები დაეტოვებინა. განადგურდა ბეტონის ქარხანაც.

ჰაერში მავნე აირების გავრცელების გამო 3000-ამდე მოსახლე იძულებული იყო, სახლში დარჩენილიყო, თუმცა ახლა ეს შეზღუდვა მოხსნილია.

ვულკანის გამო სასტუმროები და ზოგადად ტურიზმი არასახარბიელო მდგომარეობაშია. ვულკანური ფერფლის გამო შეფერხებულია ფრენებიც. ტერასები და სანაპიროები თითქმის დაცარიელებულია.

გაზრდილია გაუქმებული ჯავშნების რაოდენობა. იმის იმედიც, რომ კუნძულს უქმეებზე და დასასვენებლად ჩვეულებრივ ათასობით ადამიანი ესტუმრებოდა,  ნელ-ნელა ქრება.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend