მთავარი ევროპა საბერძნეთი საბერძნეთში პედაგოგებმა და მოსწავლეებმა მთავრობის გეგმა გააპროტესტეს

საბერძნეთში პედაგოგებმა და მოსწავლეებმა მთავრობის გეგმა გააპროტესტეს

ორშაბათს, 11 ოქტომბერს საბერძნეთში განათლების სფეროს წარმომადგენლები ქუჩაში გამოვიდნენ და გააპროტესტეს მთავრობის მიერ შემუშავებული გეგმა, რომელიც სკოლებისა და თანამშრომლების შეფასებასა და პერსონალის სიმცირის გამო კლასების გაერთიანებას ითვალისწინებს.

პედაგოგებმა აქცია ათენის სასამართლოსთან დაიწყეს. ისინი შეუერთდნენ  სკოლის მოსწავლეებს, რომლებიც პარლამენტის წინ იყვნენ შეკრებილი. აქციის მონაწილენი მთავრობის წინააღმდეგ სიტყვით გამოდიოდნენ და  გადაწყვეტილების გაუქმებას მოითხოვდნენ.

მოსწავლეები უსაფრთხოების არასაკმარის ზომებს, გადატვირთულ საკლასო ოთახებსა და კლასების გაერთიანების გეგმას აპროტესტებდნენ.

ამ მოთხოვნების შესახებ აქამდეც იყო ცნობილი. 2020 წელს, როდესაც საყოველთაო კარანტინი  დასრულდა და სკოლები ხელახლა გაიხსნა, მოსწავლეები საუბრობდნენ, რამდენად საშიში იყო პანდემიის დროს გადატვირთულ საკლასო ოთახებში გაკვეთილების ჩატარება.

პოლიციის ინფორმაციით, საბერძნეთის დედაქალაქის ქუჩებში 3000-ზე მეტი დემონსტრანტი გამოვიდა.

უახლესი

სხვა ამბები

საბერძნეთშისაბერძნეთში

Send this to a friend