მთავარიმსოფლიონობელის პრემიის ლაურეატები ეკონომიკის დარგში ცნობილია

ნობელის პრემიის ლაურეატები ეკონომიკის დარგში ცნობილია

ნობელის პრემია ეკონომიკის დარგში კანადელ-ამერიკელმა ეკონომისტმა დევიდ კარდმა და ამერიკელებმა ჯოშუა ანგრისტმა და გვიდო იმბენსმა მიიღეს.

დავიდ კარდს პრიზი ერგო კვლევისთვის,  თუ როგორ მოქმედებს მინიმალური ხელფასი, იმიგრაცია და განათლება შრომის ბაზარზე. მისმა ნაშრომმა აქამდე გავრცელებული მოსაზრებები უარყო.

ხოლო მასაჩუსეტის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის პროფესორმა ჯოშუა ანგრისტმა და სტენფორდის უნივერსიტეტის წარმომადგენელმა ჰოლანდიელმა გიდო იმბენსმა პრიზი მიზეზ-შედეგობრივ ანალიზში მეთოდოლოგიური წვლილისთვის მიიღეს.

შვედეთის მეცნიერებათა სამეფო აკადემია მათ მთავარ მიღწევად ეკონომიკურ თეორიაში ექსპერიმენტის დანერგვას მიიჩნევს.

ნობელის პრემიის ლაურეატები 4-დან 11 ოქტომბრამდე გამოცხადდნენ, ჯილდოების გადაცემა კი 10 დეკემბერს, ნობელის კვირეულის ფარგლებში იგეგმება.

2020 წელს ნობელის პრემიების ფულადი ჯილდო გაიზარდა და 10 მილიონ შვედური კრონა (1,1 მილიონი აშშ დოლარი) შეადგინა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend