მთავარიამერიკააშშფლორიდაში კოვიდსასტუმრო შენდება

ფლორიდაში კოვიდსასტუმრო შენდება

ფლორიდაში დეველოპერებმა ცათამბჯენის მშენებლობა დაიწყეს. ეს იქნება მსოფლიოში პირველი ცათამბჯენი, რომელიც პანდემიებისთვის იქნება განკუთვნილი. 500 მილიონი დოლარის ღირებულების პროექტი გულისხმობს 55-სართულიანი შენობის აგებას, სადაც განთავსებული იქნება 310 მდიდრული რეზიდენცია და სასტუმროს 219  ნომერი. თუმცა შენობაში 10 სართული სამედიცინო დაწესებულებებს დაეთმობა, რაც მას სხვებისგან განსხვავებულს ხდის.  შენობა აღჭურვილი იქნება ბაქტერიების გამანადგურებელი რობოტებით, სენსორული ტექნოლოგიებითა და ჰაერის გამწმენდი თანამედროვე სისტემებით.

კომპანია „OneWorld Properties“-ის აღმასრულებელი დირექტორის პეგი ოლინის თქმით, როდესაც ადამიანი შენობაში აღმოჩნდება და ლიფტში შევა, დახვდება სენსორული ტექნოლოგიებით აღჭურვილი აპარატურა და ჰაერის გამწმენდი თანამედროვე სისტემა, იქვე იქნება სამედიცინო ცენტრი. პეგი ოლინი ამბობს, რომ საჭიროების შემთხვევაში პაციენტს სამედიცინო ცენტრში გამოკვლევებზე ლიფტით ჩასვლა შეეძლება.

დეველოპერები იმედოვნებენ, რომ ამ შენობაში ადამიანების პანდემიისგან დაცვას უზრუნველყოფენ.  მშენებლობის დასრულება 2024 წლისთვის იგეგმება.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend