მთავარიმსოფლიოახალი კომიქსის მიხედვით სუპერმენი ბისექსუალია

ახალი კომიქსის მიხედვით სუპერმენი ბისექსუალია

თითქმის 80 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც სუპერმენი პირველად გამოჩნდა კომიქსის წიგნებში. მან მსოფლიო რამდენჯერმე გადაარჩინა. მოკვდა და შემდეგ გაცოცხლდა. გაუმკლავდა მუჰამედ ალის დარტყმებს და შეეწინააღმდეგა რასისტულ დაჯგუფებებს.

და ამ დროის განმავლობაში სუპერმენის სიყვარულის უცვლელი ობიექტი ლუის ლეინი იყო. თუმცა, კომიქსის მომდევნო ნომერში ფოლადის კაცი უცნაურ ურთიერთობაშია.

DC კომიქსების სერიის “სუპერმენი: კალ-ელის შვილი” მეხუთე ნომერი ადასტურებს, რომ ახალი სუპერმენი ჯონ კენტი, კლარკ კენტისა და ლეინის შვილი-ბისექსუალია, მას შემდეგ რაც მას მამაკაცი რეპორტიორის,  ჯეი ნაკამურას მიმართ გრძნობები უჩნდება.

ახალი ნომრის მიხედვით, ჯონ კენტი მამის კვალს მიჰყვბა და იგი მსოფლიოს ახალი სუპერმენი ხდება. იგი გაიცნობს ვარდისფერთმიან ჟურნალისტს ჯეი ნაკამურას, რომელიც მის ცხოვრებაში ყველაზე მძიმე დროს გამოჩნდება და სუპერ-გმირს დარდს უმსუბუქებს.

მეტი დეტალი სიუჟეტიდან ნოემბერში გახდება ცნობილი. თუმცა, ინტერნეტში უკვე გავრცელდა ფოტო, სადაც შენობის სახურავზე შეყვარებული წყვილი ერთმანეთს კოცნის.

ამ სერიის მწერალმა ტომ ტეილორმა თქვა, რომ სუპერმენი ყოველთვის იყო სიმბოლო იმედის, სიმართლისა და სამართლიანობის”, – “დღეს ეს სიმბოლო რაღაც მეტს ასახავს. დღეს უფრო მეტ ადამიანს შეუძლია საკუთარი თავი კომიქსების ყველაზე ძლიერ სუპერგმირში დაინახოს”.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend