მთავარისაქართველო100 წლის შემდეგ საქართველოს პრეზიდენტის პირველი ვიზიტი ავსტრიაში

100 წლის შემდეგ საქართველოს პრეზიდენტის პირველი ვიზიტი ავსტრიაში

100 წლის შემდეგ სალომე ზურაბიშვილი საქართველოს პირველი პრეზიდენტია, რომელიც ავსტრიას სტუმრობს. სალომე ზურაბიშვილის დახვედრის ოფიციალური ცერემონია დღეს, 12 ოქტომბერ ავსტრიის რესპუბლიკის ფედერალური პრეზიდენტის ჰოფბურგის სასახლეში გაიმართა, რის შემდეგაც ორი ქვეყნის პრეზიდენტები ერთმანეთს პირისპირ შეხვდნენ. ავსტრიის ფედერალური პრეზიდენტის ალექსანდერ ვან დე ბელენის თქმით, ავსტრიასა და საქართველოს იმაზე მეტი საერთო აქვთ, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს და ორ ქვეყანას ძალიან მჭიდრო ეკონომიკური და კულტურული ურთიერთობები აკავშირებს.

„საქართველოს აქვს მიზნები და სურვილი ჰქონდეს ევროატლანტიკური ორიენტაცია, ამაზე ვისაუბრეთ ქალბატონ პრეზიდენტთან. მნიშვნელოვანია აღვნიშნოთ, რომ საქართველოში ყველა პარტია თანხმდება, ევროკავშირთან დაახლოების შესახებ, რომელსაც მხარს უჭერს საქართველოს მოსახლეობის 80%. რა თქმა უნდა, ავსტრია მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტს და მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებს, მე ვგულისხმობ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს“, – აღნიშნა ავსტრიის რესპუბლიკის ფედერალურმა პრეზიდენტმა ალექსანდერ ვან დენ ბელენმა.

სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ნიშანდობლივია, რომ ავსტრია, რომელმაც თავად გამოსცადა ოკუპაცია, დღეს მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. მისივე თქმით, ევროკავშირთან დაახლოება კონკრეტულია და წინ მიდის. სალომე ზურაბიშვილის შეფასებით, ევროკავშირი შარლ მიშელის მეშვეობით ქვეყნის პოლიტიკური კრიზისის გადალახვაში ჩაერთო და ეს არის არა ჩარევის, არამედ ევროკავშირის ინტერესის ნიშანი.

„ერთი მხრივ სოლიდარობა და მხარდაჭერა ჩვენი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის, რაც მნიშვნელოვანია საქართველოსთვის იმ ქვეყნისგან, რომელმაც თვითონ განიცადა თავის დროზე რას ნიშნავდა ოკუპაცია. ჩვენთვის ეს იმედის მომცემია. ქვეყანა, რომელიც ამ სიტუაციაში იყო და ეს გადალახა და დღეს არის ჩვენი ერთ-ერთი პარტნიორი ევროკავშირში. ეს ნიშნავს, რომ წინ არის ძალიან ბევრი შესაძლებლობა და იმედი“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა.

2022 წელს საქართველო-ავსტრიის დიპლომატიური ურთიერთობებიდან 30 წელი სრულდება. ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გასაღრმავებლად და გასაძლიერებლად სალომე ზურაბიშვილმა ავსტრიის პრეზიდენტი საქართევლოში მოიწვია.

ანა ალელიშვილი

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend