მთავარი საქართველო საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 4774 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 4774 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 47 723 კვლევა ტესტით, მათ შორის 33 118 კვლევა ანტიგენის ტესტით და 14 605 PCR ტესტით.

ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 4 775 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 640 358-ს.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 11 ოქტომბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 10.01%, ბოლო 14 დღის განმავლობაში- 6.58% ხოლო 7 დღის მანძილზე – 7.98%.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 623 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 603 995-ია.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 37 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 9 306 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 4 775 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 1 359 შემთხვევა, აჭარაში – 225, იმერეთში – 1 060, ქვემო ქართლში – 256, შიდა ქართლში – 349, გურიაში – 156, სამეგრელოში – ზემო სვანეთში – 493, კახეთში – 617, მცხეთა-მთიანეთში – 104, სამცხე-ჯავახეთში – 97, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 59.

უახლესი

სხვა ამბები

კორონავირუსიკორონავირუსი

Send this to a friend