თბილისში არსებული 186 საჯარო საბავშვო ბაგა-ბაღიდან, 11 ოქტომბრის მონაცემებით, კორონავირუსის შემთხვევების დაფიქსირების გამო, 55 ბაგა-ბაღი დაკეტილია.
თბილისის ბაღების მართვის სააგენტოში ამბობენ, რომ ბაგა-ბაღები სააღმზრდელო პროცესს საკარანტინო ვადის, 12 დღის გასვლისთანავე განაახლებენ.
ამასთან, მათივე ინფორმაციით, 32 ბაგა-ბაღის შემთხვევაში კორონავირუსით ინფიცირებული აღსაზრდელი იყო, ხოლო 23 შემთხვევაში ბაღის თანამშრომელი.
ბაგა-ბაღების მუშაობა 4 ოქტომბერს განახლდა.