მთავარი მსოფლიო ევროპა გერმანიაში კოვიდტესტების გაკეთება ფასიანი ხდება

გერმანიაში კოვიდტესტების გაკეთება ფასიანი ხდება

კორონავირუსი და ევროპა

გერმანიაში 12 ოქტომბრიდან მოქალაქეები უფასოდ კოვიდტესტების გაკეთებას ვეღარ შეძლებენ. იმ პირებს, რომელთათვისაც ვაქცინაცია სავალდებულოა, თუმცა უარს აცხადებენ აცრაზე, ახლა საკუთარი ჯიბიდან მოუწევთ ანტიგენის ტესტის საფასურის გადახდა. ფასი 15-დან 20 ევრომდე იქნება. ეს ნაბიჯი ვაქცინაციის კამპანიის მიმართ ინტერესის გაზრდას ემსახურება.

მსგავსი რეგულაცია, რომელიც როგორც PCR-ს, ასევე ანტიგენის ტესტს ეხება, საფრანგეთში 15 ოქტომბრიდან შედის ძალაში.

რუმინეთში კი კორონავირუსის “დელტა” შტამის გავრცელების გამო საავადმყოფოები გადავსებულია პაციენტებით. ვაქცინაციის ეროვნული კამპანიის კოორდინატორი ქვეყანაში შექმნილ სიტუაციას იტალიაში 1 წლის წინ განვითარებულ მოვლენებს ადარებს.

მეოთხე ტალღის გავრცელების შედეგად კი რუმინეთის ერთ-ერთ  ქალაქში, დრობეტა-ტურნუ-სევერინში, საყოველთაო კარანტინი გამოცხადდა.

დიდი ბრიტანეთის ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები მოსახლეობას გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთებისკენ მოუწოდებენ.

ექსპერტები შიშობენ, რომ ზამთრის მოახლოებასთან ერთად შესაძლოა რესპირატორული დაავადებები გავრცელდეს, რაც, სავარაუდოდ, სეზონური გრიპით გარდაცვლილთა რაოდენობის გაზრდასაც გამოიწვევს.

უახლესი

სხვა ამბები

Send this to a friend