თურქეთის გრანპრი ვალტერი ბოტასის გამარჯვებით დასრულდა. ფინელმა ავტომრბოლელმა კარიერაში ფორმულა 1-ის რბოლა მეათედ მოიგო. მეორე ადგილი მაქს ვერსტაპენმა დაიკავა და საერთო ჩათვლაში ლუის ჰემილტონს 6 ქულით გაუსწრო, რომელმაც თურქეთის გრანპრი მეხუთე ადგილზე დაასრულა.
მესამე ადგილი კი სეხიო პერესმა დაიკავა. მომდევნო რბოლა 24 ოქტომბერს, ამერიკის შეერთებულ შტატებში გაიმართება.