ბათუმში, მემედ აბაშიძის და 26 მაისის ქუჩების კვეთაზე, სადაც ერთი სადარბაზო ჩამონგრა მოქალაქეებს თოჯინები, ყვავილები და სანთლები მიაქვთ.
საცხოვრებელი კორპუსის ერთი სადარბაზო გუშინ, 8 ოქტომბერ ჩამოინგრა. ნგრევას 9 ადამიანი ემსხვერპლა, აქედან 4 ერთი ოჯახის წევრი. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარ ფაქტზე 3 პირი დააკავა.
11 ოქტომბერი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა.