მთავარიამერიკააშშწყნარ ოკეანეში დაახლოებით 500 000 ლიტრამდე ნავთობი ჩაიღვარა

წყნარ ოკეანეში დაახლოებით 500 000 ლიტრამდე ნავთობი ჩაიღვარა

უკვე ერთი კვირა გავიდა მას შემდეგ, რაც შეერთებულ შტატებში, სამხრეთ კალიფორნიაში, ნავთობის წყალქვეშა მილის დაზიანების შედეგად წყალში ნავთობი ჩაიღვარა. ჯერჯერობით არ არსებობს ზუსტი ინფორმაცია, თუ რა რაოდენობის ნავთობმა გაჟონა.

სანაპირო დაცვის სამსახურში ვარაუდობენ, რომ გაჟონვის შედეგად წყალში 95 000 ლიტრიდან ნახევარ მილიარდ ლიტრამდე ნავთობი ჩაიღვარა. თუმცა ტეხასში დაფუძნებულ კომპანია Amplify Energy-ში აცხადებენ, რომ  წყალში ჩაღვრილი ნავთობის საერთო რაოდენობა შესაძლოა 111 300 ლიტრი იყოს.

ადგილობრივი ოფიციალური პირები, რომლებიც თავდაპირველად ეკოლოგიურ კატასტროფას ელოდნენ, აცხადებენ, რომ იმაზე ნაკლები ნავთობი ჩაიღვარა წყალში, ვიდრე თავიდან ვარაუდობდნენ. გასულ უქმეებზე ლოს-ანჯელესის სამხრეთით მძაფრი სუნი იგრძნობოდა, სანაპიროები კი ნავთობით იყო დაბინძურებული.

სპეციალისტების ინფორმაციით, დასუფთავების შედეგად ჯერჯერობით  ამოღებულია 21 000 ლიტრი ნავთობი. თუმცა როგორც ფიქრობენ, ეს მაჩვენებელი არ ასახავს რეალურ სურათს, რადგან დიდი რაოდენობით ნავთობი ჯერ კიდევ წყალქვეშაა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend