მთავარი საქართველო მაშველებმა ბათუმში ნანგრევებიდან კიდევ ერთი ადამიანი ამოიყვანეს

მაშველებმა ბათუმში ნანგრევებიდან კიდევ ერთი ადამიანი ამოიყვანეს

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებმა ბათუმში, ჩამონგრეული კორპუსის ნანგრევებიდან კიდევ ერთი ადამიანი ამოიყვანეს.

ამოყვანილი მამაკაცი ცოცხალია და ის კონტაქტურია.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლების მხრიდან სამძებრო-სამაშველო სამუშაოები კვლავ გრძელდება. მანამდე მაშველებმა ნანგრევებიდან ახალგაზრდა ქალი ამოიყვანეს, ის კლინიკაშია გადაყვანილი.

შეგახსენებთ, რომ ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე, 7 სართულიანი შენობა ჩამოინგრა.

დაახლოებით 10 საათია მაშველები ნანგრევებში მობინადრეებს ეძებენ.

უახლესი

სხვა ამბები

Send this to a friend