ბათუმში 5-სართულიანი კორპუსიდან, რომლის ნაწილიც ჩამოინგრა, მოსახლეობის ევაკუაცია მიმდინარეობს.
საგანგებო სიტუაციის სამსახურის თანამშრომლებს კორპუსის ჩამონგრეული ნაწილის გვერდით სადარბაზოში მცხოვრები მოქალაქეები აივნიდან სახანძრო კიბის საშუალებით გამოჰყავთ.
ბათუმში 26 მაისის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსის ერთი სადარბაზო მთლიანად ჩამოინგრა. არსებული ინფორმაციით, არიან დაშავებულები.