მთავარისაქართველოსვანეთის საერთაშორისო კინოფესტივალზე ეგვიპტელი რეჟისორის ფილმმა გაიმარჯვა

სვანეთის საერთაშორისო კინოფესტივალზე ეგვიპტელი რეჟისორის ფილმმა გაიმარჯვა

სვანეთის საერთაშორისო კინოფესტივალი დასრულდა. 7 ოქტომბერს დახურვის ცერემონია გაიმართა, სადაც გამარჯვებული ფილმები გამოვლინდა. საუკეთესო ფილმის ნომინაციაში გამარჯვება ეგვიპტელი რეჟისორის სამეჰ ალლას ფილმს ერგო, სახელწოდებით “მეშინია შენი სახე არ დამავიწყდეს.” საუკეთესო რეჟისორი 15-წუთიანი მოკლემეტრაჟიანი ფილმით “სამშობლო” გიორგი სიხარულიძე გახდა. საუკეთესო კინემატოგრაფის ნომინაციაში კი გიგი სამსონაძე და ტატო კოტეტიშვილი გახდნენ. მათ გამარჯვება რეჟისორი ირინე ჟორდანიას ფილმით „მარქსის ქუჩა # 12“ მოიპოვეს.

„ქართული ფილმები, განსაკუთრებით კი მოკლემეტრაჟიანი ფილმები ქართველ მაყურებლამდე მეტწილად ვერ მიდის. სწორედ ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი, რომ ჩვენი ნამუშევრები მაყურებლამდე მივიდეს“, – თქვა რეჟისორმა ირინე ჟორდანიამ.

ფესტივალის ფარგლებში კინოჩვენებების გარდა “ფიჩინგ” ფორუმი გაიმართა, სადაც კინორეჟისორები და პროდიუსერები ერთმანეთს ახალ იდეები გაუზიარეს. “ფიჩინგ” ფორუმის გამარჯვებული ვახო ჯაჯანიძის პროექტი გახდა.

„თითოეულ პროექტს მოგვეცა შვიდი წუთი იმისთვის, რომ ჩვენი ფილმის იდეა საერთაშორისო ჟიურისთვის წარგვედგინა და პრეზენტაცია გაგვეკეთებინა. დაგვემტკიცებინა თუ რატომ იყო ჩვენი იდეა მნიშვნელოვანი და რატომ არის ამ ფილმის შექმნა. ამ მხრივ, ვფიქრობ, რომ თითქმის ყველა საკმაოდ საინტერესო და კონკურენტუნარიანი. საბოლოოდ ჟიურის უნდა აერჩია სამი გამარჯვებული პროექტი. ერთ-ერთი მათგანი იყო ჩემი. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ჟიურიმ გამომარჩია“, – ამბობს “ფიჩინგ” ფორუმის გამარჯვებული ვახო ჯაჯანიძე.

მესტიამ სვანეთის საერთაშორისო კინოფესტივალს წელს პირველად უმასპინძლა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend