მთავარი გადაცემები გლობალური საუბარი მოლდოვის ახალი პრემიერი ქვეყნის განახლებაზე საუბრობს

მოლდოვის ახალი პრემიერი ქვეყნის განახლებაზე საუბრობს

ნატალია გავრილიცა მოლდოვის  დასავლეთზე ორიენტირებული ახალი მთავრობის პრემიერ-მინისტრია. იგი ჰარვარდის უნივერსიტეტის კურსდამთავრებული და ყოფილი ფინანასთა მინისტრია, რომელიც ახლა ნოლდოვსი ეკონომიკის საბილიზაციას, კორუფციასთან ბრძოლასა და სიღარიბის შემცირებაზე აპირებს მუშაობას, რაც მოლდოვას წლებია აწუხებს.  ახალი პრემიერის მიზანია ასევე მოლდოვა ევროკავშირს დაუახლოვოს. „ევრონიუსთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში მოლდოვის ახალმა პრემიერმა თავისი ქვეყნის ამბიციებზე ისაუბრა.

„ევრონიუსი“:

 თქვენ, როგორც ჩანს, ძალიან ფრთხილად შეარჩიეთ თქვენი პირველი საგარეო ვიზიტისთვის ბრიუსელი. ეს ალბათ ევროკავშირისთვის გარკვეული მინიშნებაც არის. რისი თქმა გსურთ ევროკავშირისთვის?

ნატალია გავრილიცა, მოლდოვის პრემიერ-მინისტრი:

„ჩვენი სათქმელი ის არის, რომ მოლდოვა ახალი ენერგიითა და ენთუზიაზმით აპირებს ბრძოლას კორუფციის, ინსტიტუციების განახლებისა და კანონის უზენაესობის განმტკიცებისთვის, ეკონომიკის სტაბილურობისა და ზრდისთვის. რომ შევაჯამო, იმისთვის, რომ უფრო დავუახლოვდეთ ევროპულ ფასეულობებს, ევროპულ სტანდარტებსა და ევროპის ცხორვების წესს.“

 ისტორიულად ჩვენ ვნახეთ, რომ მოლდოვას ხან რუსული ორიენტაციის მთავრობა ჰყავს, ხან დასავლური ორიენტაციის. როგორ გგონიათ, დღეს არსებული  პროდასავლური ტალღა დიდხანს იქნება? რის გაკეთებას აპირებთ, რომ ეს გრძელვადიანი გამოდგეს?

ნატალია გავრილიცა, მოლდოვის პრემიერ-მინისტრი:

“ჩვენ დიდი უპირატესობით გავიმარჯვეთ ძირითადად იმის გამო, რომ დღის წესრიგში საშინაო საკითხები დავაყენეთ, აქცენტი გავაკეთეთ არა არჩევანზე აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის, არამედ  მოლდოვის მოქალაქეების ცხოვრების გაუმჯობესებაზე. მოლდოველები დაიღალნენ ისეთი მთავრობისგან, რომელიც იტყუება, იმ პოლიტიკოსებისგან, რომლებიც იპარავენ, რომ საჯარო სერვისები არ მუშაობს ხალხისთვის, რომ გადაწყვეტილების მიღების დროს არ ითვალისწინებენ საზოგადოებრივ ინტერესს. ამ არჩევნებით ამომრჩეველმა განაცხადა, რომ მას სურს მთავრობა, რომელსაც ენდობა. ეს გულისხმობს ისეთ მთავრობას, რომელიც ყოველდღე ისეთ გადაწყვეტილებას იღებს, რომელიც საზოგადოებისთვის არის სასიკეთო და არა რამდენიმე კაცისთვის. ეს პროევროპულია, თუ პრორუსული? ეს მოქალაქეებზე ორიენტირებული დღის წერიგია.“

თქვენ უნდა ებრძოლოთ კორუფციას, გარდაქმნათ ეკონომიკა. როგორ აპირებთ ამას?

ნატალია გავრილიცა, მოლდოვის პრემიერ-მინისტრი:

“რასაკვირველია, ინსტიტუტების წმენდით დავიწყებთ. რამდენიმე კვირის წინ შევაჩერეთ ერთი დიდი საჯარო შესყიდვა, რომელიც ფულის გაფლანგვის რისკს შეიცავდა. ჩვენი ამოცანაა ხელმძღვანელი კადრებისა და სახელმწიფო საწარმოების გადახალისება. ასე ვაჩერებთ კორუფციას მთავრობაში. ამავდროულად, ვიწყებთ მუშაობას კანონმდებლობაზე, რომ სასამართლო სისტემის ანგარიშგება გაუმჯობესდეს, გენერალური პროკურორი უფრო ანგარიშვალდებული გახდება.“

მოლდოვა ერთ-ერთი ყველაზე ღარიბი ქვეყანაა ევროპაში. რას აპირებთ, რომ ეკონომიკამ უკეთ იმუშაოს და ხალხს წაადგეს?

ნატალია გავრილიცა, მოლდოვის პრემიერ-მინისტრი:

“30 წლის განმავლობაში არასტაბილურობისა და ყოვლისმომცველი კორუფციის გამო კერძო სექტორზეც გავრცელდა გარკვეული ინტერესები. ამიტომ გვინდა, რომ მკვეთრად დავწიოთ იქ შესვლის ბარიერები და დარგების დემონოპოლიზაცია მოვახდინოთ. გვინდა, იმდენად დავხვეწოთ რეგულაციები, რომ სხვადასხვა კომპანიას გაუმარტივდეს მონაწილეობის მიღება. ვაპირებთ მცირე და საშუალო ზომის საწარმოებისთვის ბიუროკრატიის შემცირებას. ასევე ვაპირებთ მთავრობის კონტროლის ფუნქციის რეფორმასაც. მომავალი ოთხი წელი ჩვენ გვექნება სტაბილურობა, როდესაც პრეზიდენტი, პარლამენტი და მთავრობა – სამივე ერთი მიმართულებით იმუშავებს. ამიტომ იმედი გვაქვს, რომ ამ შესაძლებლობას გამოვიყენებთ და მეტ ინვეტსიციას მოვიზიდავთ.“

კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა ყოველთვის ძალიან სახიფათოა. თავს უსაფრთხოდ გრძნობთ? როგორ გგონიათ, თქვენს მთავრობას საკმარისი მხარდაჭერა აქვს იმისთვის, რომ ეს ბრძოლა აწარმოოს?

ნატალია გავრილიცა, მოლდოვის პრემიერ-მინისტრი:

“ჩვენ ხალხის უზარმაზარი მხარდაჭერა გვაქვს და სწორედ ეს გვიბიძგებს, წინ ვიაროთ. პირადად მე თავს უსაფრთხოდ ვგრძნობ, რადგან მართალ საქმეს ვემსახურებით და დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი მოქალაქეებიც და პარტნიორებიც საუკეთესოდ დაგვიცავენ.“

ახლა ევროკავშირი არ არის მზად შემდგომი გაფართოებისთვის. როგორია მოლოდოვისთვის მომავალი 10 წლის პერსპექტივა?

ნატალია გავრილიცა, მოლდოვის პრემიერ-მინისტრი:

“ჩემი აზრით, ევროპის გაფართოება და ევროინტეგრაცია უფრო პროცესია. ასე რომ, ჩვენ ვიცით ჩვენი საშინაო დავალება. ვიცით, რომ მკვეთრად უნდა გავაუმჯობესოთ ჩვენი ინსტიტუტების მუშაობა, ჩვენი ხალხის ცხოვრების დონე. უნდა უზურნველვყოთ, რომ ეს ევროპული სტილის რეფორმები შეუქცევადი გახდეს და ამის მერე შეგვიძლია გაფართოებაზე საუბარი. მაგრამ ამ ხნის განმავლობაში არაფერი გვიშლის ხელს, რომ გარკვეულ სფეროებში უფრო მჭიდროდ ვითანამშრომლოთ.“

როგორ უნდა გადაიჭრას დნესტრისპირეთის კონფლიქტური რეგიონის საკითხი?

ნატალია გავრილიცა, მოლდოვის პრემიერ-მინისტრი:

“ჩვენ ვმუშაობთ, რომ მოლდოვის მარჯვენა ნაპირი უფრო მიმზიდველი გახდეს მარცხენა ნაპირზე მცხოვრები ხალხისთვის. ასე რომ, ინსტიტუციების დახვეწით, კორუფციის დამარცხებით ჩვენ, ფაქტობრივად, რეინტეგრაციას ვუწყობთ ხელს, რათა უფრო მიმზიდველი გავხდეთ მარცხენა ნაპირზე მყოფი ხალხისთვის. მეორეც, ჩვენ გვჯერა, რომ დავშლით მარჯვენა და მარცხენა სანაპიროებს შორის არსებულ გარკვეულ კორუფციულ სქემებს. ფაქტობრივად, ეს კონფლიქტი გააღვივა გარკვეულმა ინტერესებმა და სარგებელმა, რომელიც ჰქონდათ მდინარის როგორც მარცხენა, ისე მარჯვენა ნაპირზე. ამიტომ ამ სფეროშიც ვაპირებთ კორუფციის ალაგმვას.“

მზად ხართ, რომ რუსეთის ხელმძღვანელობას მათი სამხედრო ბაზების იქ  ყოფნის შესახებ ესაუბროთ?

ნატალია გავრილიცა, მოლდოვის პრემიერ-მინისტრი:

“ჩვენ ბოლო 30 წლის განმავლობაში  ყოველთვის გარკვევით ვაფიქსირებდით ჩვენს პოზიციას, მიუხედავად იმისა, ვინ იყო ძალაუფლებაში, რომ ჩვენ ვითხოვთ რუსეთის ჯარის გაყვანას.  გარდა ამისა, გვსურს დავაჩქაროთ გადაწყვეტილების მიღება მარცხენა ნაპირზე კობასნის Cobasna რეგიონში შეიარაღების შესახებ. ამიტომ ჩვენი საარჩევნო კამპანიის დროს განვაცხადეთ, რომ გაწონასწორებულ საგარეო პოლიტიკას გავატარებთ, რომელიც მოქალაქეებზე იქნება მორგებული. ჩვენ მზად ვართ, გავაკეთოთ ყველაფერი, რაც საჭიროა, რათა დავიცვათ ჩვენი მოქალაქეებისა და საზოგადოების ინტერესები.“

ავტორი: შანდორ ჟიროში

უახლესი

სხვა ამბები

პრემიერიპრემიერი

Send this to a friend