მთავარისაქართველოსაოლქო საარჩევნო კომისიებში 760 საჩივარია შესული

საოლქო საარჩევნო კომისიებში 760 საჩივარია შესული

საოლქო საარჩევნო კომისიებში საჩივრების განხილვა იწყება. ცესკოს ცნობით, ამ დროისთვის 760-მდე საჩივარია შესული, როგორც ხმის მიცემის, ასევე ხმების დათვლის პროცედურების შესახებ.

ოლქებს 4 დღე აქვთ საჩივრების განსახილველად. იმ შეთხვევაში, თუკი მოსარჩელე მხარეებისთვის საოლქო კომისიის გადაწყვეტილება მისაღები არ იქნება, მათ შესაბამის საქალაქო სასამართლოში შეუძლიათ გასაჩივრება, შემდეგი ინსტანცია კი სააპელაციო სასამართლოა. საჩივრების დაწერა შეუძლიათ როგორც პოლიტიკური სუბიექტების წარმომადგენლებს, ასევე სადამკვირვებლო ორგანიზაციების დამკვირვებლებს.

ცესკომ არჩევნების შედეგები 16 ოქტომბერს უნდა შეაჯამოს. 4 ოქტომბრის მონაცემებით, უბნების 100 პროცენტია დათვლილი, რომლის მიხედვითაც არჩევნების მეორე ტური 5-ვე თვითმმართველ ქალაქში (თბილისი, რუსთავი, ბათუმი, ქუთაისი, ფოთი) და 59-დან 15 თვითმმართველ თემშია (თიანეთი, თელავი, ქარელი, ხაშური, ცაგერი, ბაღდათი, წყალტუბო, ოზურგეთი, სენაკი, ხობი, მარტვილი, ზუგდიდი, წალენჯიხა, ჩხოროწყუ და ხელვაჩაური) მოსალოდნელი.

მთელი საქართველოს მასშტაბით ამომრჩეველთა ხმები ასე გადანაწილდა:

„ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველო“ – 46.74%

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ – 30.68%

„გახარია -საქართველოსთვის“ – 7.79%

„ლელო“ – 2.71%

„ევროპული საქართველო – მოძრაობა თავისუფლებისთვის“ – 1.66%

„დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი – საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ – 1.46%

„ზურაბ გირჩი ჯაფარიძე: გირჩი – მეტი თავისუფლება“ – 1.44%

„შალვა ნათელაშვილი-საქართველოს ლეიბორისტული პარტია“ – 1.38%

„მესამე ძალა-სტრატეგია აღმაშენებელი“ – 1.34

დანარჩენმა პარტიებმა კი 1%-ზე ნაკლები მიიღეს.

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების საქართველოში 30 ოქტომბერს გაიმართება.

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend