მთავარისაქართველონიკა მელიამ სასჯელაღსრულების დაწესებულებასთან აქციაზე შეკრებილებს მიმართა

ნიკა მელიამ სასჯელაღსრულების დაწესებულებასთან აქციაზე შეკრებილებს მიმართა

მიხეილ სააკაშვილს ჩემგან პირადად მოკითხვა. რასაც არ უნდა ცდილობდნენ, ჩემსა და მას შორის შუღლი ჩამოაგდონ, არ გამოუვიდათ არასდროს და არც არასდროს გამოუვათ! – ამის შესახებ რუსთავის #12 სასჯელაღსრულების დაწესებულებასთან მიმდინარე აქციისას „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ნიკა მელიამ განაცხადა.

მისივე თქმით, სანამ მიხეილ სააკაშვილი არის ციხეში, მანამდე ის ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ ბრძოლის ავანგარდში იქნება.

„ჩემი ადამიანური, პოლიტიკური, კაცური, მოქალაქეობრივი ვალია და ვალდებულებაა, სანამ ეს ადამიანი აქ არის ციხეში, მანამდე უკანასკნელ ამოსუნთქვამდე ვიბრძოლო. ეს არის ჩემი ადამიანური და მეგობრული ვალდებულება და ასეა ასიათასობით საქართველოს მოქალაქე. სანამ ეს ადამიანი, მიხეილ სააკაშვილი არის ციხეში, განცხადებას, სამოქმედო გეგმებთან დაკავშირებით, რომელიც ეხება მას და „ნაცმოძრაობას“, პარტიის სახელით გავაკეთებ მე. ამით გაუგებრობებს თავიდან ავირიდებთ. ორგანიზება და დისციპლინა ბრძოლაში, რომელიც არ არის სახუმარო, არის მნიშვნელოვანი. ბრძოლაში, რომლის შედეგმაც უნდა განსაზღვროს ამ ქვეყნის მომავალი მინიმუმ 15-20 წლის თავზე “, – განაცხადა მელიამ.

ამასთან, მისი განმარტებით, გაყალებების მიუხედავად, ხელისუფლებამ არჩევნებზე აჩვენა, რომ ეს მათი მაქსიმუმია.

„გაყალბებით, შანტაჟითა და მუქარით რაც შეეძლოთ, გააკეთეს. დავინახეთ, თუ რა არის მათი მაქსიმუმი. ეს არის მათი მაქსიმუმი. შევაკვდებით, მართლა უნდა იცოდნენ, რომ შევაკვდებით ამ ქვეყნის სიყვარულით. არ მოვაპარინებთ, არ დავაჩაგვრინებთ ამ ქვეყანას, ეს უნდა ვიცოდეთ. გაცილებით მეტი ადამიანი უნდა გამოვიდეს არჩევნებზე. ჩვენ უნდა ავუხსნათ მათ, ვისთვისაც ჯერ კიდევ რამე ასახსნელი დარჩა, რომ 30 ოქტომბერს სახლში დარჩენა არ შეიძლება“, – განაცხადა მელიამ.

  • აქცია სასჯელაღსრულების დაწესებულებასთან
    აქცია სასჯელაღსრულების დაწესებულებასთან

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend