მთავარიკუბიYouTube-ი ვაქცინიის შესახებ დეზინფორმაციულ ვიდეოებს პლატფორმიდან წაშლის

YouTube-ი ვაქცინიის შესახებ დეზინფორმაციულ ვიდეოებს პლატფორმიდან წაშლის

იუთუბი აფართოებს სამედიცინო დეზინფორმაციის შესახებ თავის პოლიტიკას და ამატებს წესებს, რომელთა მიხედვითაც, იკრძალება იუთუბზე ვაქცინის შესახებ დეზინფორმაციის განთავსება. ვიდეოპლატფორმამ, რომელიც გუგლს ეკუთვნის, გასულ წელს წაშალა 130 000 ვიდეო, რომლებიც საფრთხის შემცველ დეზინფორმაციას ავრცელებდნენ კოვიდ-19-თან დაკავშირებით. იუთუბის ადმინისტრაციის განცხადებით, ახლა წაიშლება ის კონტენტიც, რომელიც ვაქცინების უსაფრთხოებას, მათ ეფექტიანობასა და მათი შემადგენლობის შესახებ დეზინფორმაციას უკავშირდება. კომპანიის ხელმძღვანელობის თქმით, ყველა ის ვიდეო, რომლებშიც ამტკიცებენ, რომ ვაქცინა იწვევს აუტიზმს, კიბოს ან უნაყოფობას,  წასაშლელი ვიდეოების სიაში მოხვდება.

ახალი პოლიტიკა გულისხმობს იმ არხების დაბლოკვასაც, რომლებიც ვაქცინის შესახებ დეზინფორმაციას ავრცელებენ. როგორც იუთუბის საინფორმაციო ბლოგში ვკითხულობთ, ახალი პოლიტიკა ვრცელდება არა მხოლოდ კოვიდ 19-ის  საწინააღმდეგო ვაქცინებზე, არამედ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ დიდი ხნის წინ დამტკიცებულ წითელას ან B ჰეპატიტის  ვაქცინებზეც.

არსებობს რამდენიმე გამონაკლისი – მომხმარებლებს შეუძლიათ, ატვირთონ ვიდეოები, რომლებშიც საუბრობენ ვაქცინის გამოყენების საკუთარ გამოცდილებაზე, თუმცა ასეთ შემთხვევაშიც გასათვალისწინებელია, რომ  არ დაირღვეს იუთუბის პოლიტიკის პრინციპები. ახალი წესები უკვე შევიდა ძალაში და იუთუბმა წაშალა ის არხები, რომლებითაც ანტივაქსერულ კამპანიას ეწეოდნენ.

აღსანიშნავია, რომ ერთ-ერთი მათგანი იყო პროკრემლისტური არხის Russia Today-ს (RT) ორი არხი გერმანიიდან, რომლებიც სამუდამოდ დაბლოკეს. RT აცხადებდა, რომ ეს ბრძოლა  კონკრეტულად მათ წინააღმდეგ არის მიმართული, თუმცა გუგლში აცხადებენ, რომ არხმა კოვიდ-19-ის შესახებ დეზინფორმაცია გაავრცელა და ამიტომ მოხვდა პლატფორმის წესების დამრღვევთა სიაში. რუსეთის მედიის მარეგულირებელი სააგენტო „როსკომნადზორი“ გუგლს ჯარიმითა და იუთუბის დაბლოკვით იმუქრება.

უახლესი

სხვა ამბები

00:02:51

Sony World Photography Awards 2024

spot_imgspot_img
Send this to a friend