მთავარი გადაცემები კუბი რეგიონული მედიის სახელით მოქმედი პარტიების მხარდამჭერი ფეისბუკანგარიშები გამოვლინდა

რეგიონული მედიის სახელით მოქმედი პარტიების მხარდამჭერი ფეისბუკანგარიშები გამოვლინდა

ფაქტების დამოუკიდებელმა  გადამმოწმებელმა „მითების დეტექტორმა“ გამოავლინა 13 ფეისბუკანგარიში, რომელთაგან 4 არჩევნებამდე რამდენიმე კვირით ადრე შეიქმნა. ისინი ფეისბუკის აღწერაში აღნიშნავენ, რომ არიან საინფორმაციო სააგენტოების წარმომადგენლები, თუმცა მათ უმეტესობას არ გააჩნიათ ოფიციალური ვებგვერდი, რომელზეც იტვირთება მათ მიერ გამოქვეყნებული სტატიები.  ისინი არ მალავენ კონკრეტული პოლიტიკოსის ან პოლიტიკური პარტიის მიმართ პოზიტიურ განწობას და ცდილობენ სხვების დისკრედიტაციას.

გამოვლენილ გვერდებს შორის არის „ქართული ოცნების“ 5 მხარდამჭერი გვერდი, პარტიის „საქართველოსთვის“ მხარდამჭერი 3, „პატრიოტთა ალიანსის“ ინტერესების გამტარებელი გვერდები და ასევე ოპოზიციის მხარდამჭერი მოქმედი ორი რეგიონული გვერდი, რომლებზე გამოქვეყნებული პოსტებით ისინი „ქართული ოცნების“ დისკრედიტაციას ცდილობენ.

უახლესი

სხვა ამბები

Send this to a friend