მთავარიევროპადანიაორჰუსში ქვეითთა სამგანზომილებიანი გადასასვლელები მოეწყო

ორჰუსში ქვეითთა სამგანზომილებიანი გადასასვლელები მოეწყო

დანიის სიდიდით მეორე ქალაქ ორჰუსში ქვეითთა სამგანზომილებიანი გადასასვლელები მოეწყო, რათა ავტომობილების მძღოლებმა და ველოსიპედისტებმა სვლა შეანალონ და ქვეითად მოსიარულეებს ქუჩაზე უსაფრთხოდ გადასვლის საშუალება მისცენ.

ეს გადასასვლელები სინამდვილეში ისეთი არ არის, როგორიც, ერთი შეხედვით, ჩანს, ის ერთგვარ ოპტიკურ ილუზიას ქმნის.

პროექტის მენეჯერს რიკე სმედს იმედი აქვს, რომ ამ სახით მძღოლები და ველოსიპედისტები უფრო ყურადღებით იქნებიან ქვეითად მოსიარულეების მიმართ, რომლებსაც ქუჩის გადაკვეთა სურთ. მისი აზრით, ასეთი ოპტიკური ილუზია უფრო მეტ ყურადღებას მიიპყრობს და ქვეითად მოსიარულეებიც მას უფრო აქტიურად გამოიყენებენ.

ოთხკუთხედ თეთრ ზოლებზე ჩრდილების დამატებით ოპტიკური ილუზია იქმნება, რომ თითქოს გადასასვლელი გზიდან რამდენიმე სანტიმეტრით მაღლაა აწეული. მოძრაობის შესანელებლად მსგავსი გადასასვლელები მოწყობილია სხვა ქვეყნებშიც, მათ შორის ისლანდიაში, ავსტრალიასა და ტაილანდში.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend