მთავარიევროპაბელარუსიევროკომისია ბელარუსისთვის სავიზო შეთანხმების ნაწილობრივ შეჩერებას მოითხოვს

ევროკომისია ბელარუსისთვის სავიზო შეთანხმების ნაწილობრივ შეჩერებას მოითხოვს

ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი მარგარიტის შინასი და ევროკომისარი საშინაო საკითხებში ილვა იოჰანსონი ბელარუსის აღმასრულებელი ხელისუფლებისა და სასამართლო სისტემის წარმომადგენელთათვის ძალაში ახლად შესული სავიზო შეთანხმების ნაწილობრივ შეჩერების ინიციატივით გამოდიან.

ისედაც დაძაბული ურთიერთობები კიდევ უფრო გაამწვავა ბელარუსის მხრიდან მიგრანტების ევროკავშირის ტერიტორიაზე შეშვებამ, რამაც სანქციების მორიგი ტალღა გამოიწვია.

ბელარუსის წინააღმდეგ იზრდება პრეტენზიები იმის გამო, რომ ლუკაშენკო ევროკავშირის დესტაბილიზაციის მიზნით იყენებს მიგრანტებს. პარალელურად კი ბლოკის აღმასრულებელი ხელისუფლება ლუკაშენკოსა და მისი რეჟიმის წარმომადგენელთათვის სავიზო შეზღუდვების გამკაცრების ინიციატივით გამოდის. ევროკავშირში სურთ, რომ 27-ვე წევრმა ქვეყანამ გადახედოს ბელარუსთან ცოტა ხნის წინ მიღებულ სავიზო რეჟიმთან დაკავშირებულ შეთანხმებას, რომელიც 2020 წლის ივლისში შევიდა ძალაში.

ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი მარგარიტის შინასი აცხადებს, რომ მათ აქვთ შეთავაზება, ნაწილობრივ შეჩერდეს ბელარუსთან დადებული შეთანხმება სავიზო რეჟიმთან დაკავშირებით.  როგორც თავად აღნიშნავს, მათ არ სურთ მთავრობის ქმედებების გამო ბელარუსი ხალხის დასჯა. ამიტომ შეთავაზებული შეზღუდვები მხოლოდ სახელმწიფო მოხელეებსა და დიპლომატიური პასპორტების მქონე პირებს შეეხებათ.

ევროკომისარი საშინაო საკითხებში ილვა იოჰანსონი ამბობს, რომ ლუკაშენკო სასოწარკვეთილია.  მისი თქმით, იგი მნიშვნელოვნად დაზარალდა ეკონომიკური და სხვა სანქციებით, რომლებიც ევროკავშირმა დაუწესა. ამის ფონზე იგი ახლა მიგრანტების საშუალებით ცდილობს ევროკავშირის დესტაბილიზაციას. ილვა იოჰანსონის თქმით, ყველას უნდა ახსოვდეს, რომ ბელარუსი არ შედის იმ ქვეყნებს შორის, რომლებშიც მიგრანტთა კრიზისია.

ახალი შეთავაზების მიხედვით, გამკაცრებული წესები შეეხება მთავრობისა და პარლამენტის წევრებს, დიპლომატიურ დელეგაციებსა და სასამართლოს უმაღლეს წარმომადგენლობას.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend