მთავარისპორტიკრიშტიანუ რონალდუს გოლი ბოლო წუთზე და "მანჩესტერ იუნაიტედის" გამარჯვება "ვილიარეალთან"

კრიშტიანუ რონალდუს გოლი ბოლო წუთზე და “მანჩესტერ იუნაიტედის” გამარჯვება “ვილიარეალთან”

უეფას ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონში ჯგუფურ ეტაპზე “მანჩესტერ იუნაიტედმა” პირველი გამარჯვება მოიპოვა. “წითელმა” ეშმაკებმა “ოლდ ტრაფორდზე” “ვილიარეალი” 2:1 დაამარცხეს.

ანგარიში 53-ე წუთზე ესპანელებმა გახსნეს, თავი პაკო ალკასერმა გამოიჩინა. 60-ე წუთზე ალექს ტელესმა წონასწორობა აღადგინა. გამარჯვების გოლი კი მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში გავიდა.

ლეგენდარულმა კრიშტიანუ რონალდუმ “მანჩესტერ იუნაიტედს” მორიგი გამარჯვება მოუპოვა. ჯგუფური ეტაპის პირველ მატჩში “ვილიარეალი” “ატალანტას” დაუზავდა, “მანჩესტერი” კი სენსაციურად დამარცხდა “იანგ ბოისთან”.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend