მთავარიაზიაავღანეთი„თალიბანის“ მებრძოლებმა ოთხი ცხედარი სკვერში ჩამოკიდეს

„თალიბანის“ მებრძოლებმა ოთხი ცხედარი სკვერში ჩამოკიდეს

ავღანეთის აღმოსავლეთ პროვინცია ჰერათში „თალიბანის“ წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ კრიმინალები შარიათის კანონით დაისჯებიან. განცხადება მას შემდეგ გააკეთეს, რაც შაბათს „თალიბანის“ მებრძოლებმა გატაცებაში ეჭვმიტანილი ოთხი პირი მოკლეს, შემდგომ კი მათი სხეულები ქალაქის ერთ-ერთ სკვერში ჩამოკიდეს.

ავღანეთში მმართველობისას „თალიბანი“ ყოველთვის მკაცრად იცავდა ისლამურ წესებს. როგორც კი „თალიბანის“ მებრძოლები 15 აგვისტოს დედაქალაქ ქაბულში შევიდნენ და ქვეყანაზე კვლავ მოიპოვეს კონტროლი, მათ 1990-იანი წლების ბოლოს არსებული მკაცრი წესების დაბრუნება გადაწყვიტეს.

„ჩვენი მიზანია, რომ ყველა კრიმინალი შარიათის სასამართლომ განსაჯოს. შესაბამისად, ყველა შარიათის კანონით დაისჯება“, –  განაცხადა ჰერათის პროვინციის გუბერნატორის მოადგილემ, მავლავი შირ აჰმადმა.

ფარჰად ქალანავი ძმის სიკვდილს კვლავ გლოვობოს. მისი ძმა ერთ-ერთია, რომელიც ე.წ. გატაცებისას ქალაქ ჰერათში მოკლეს.

„ჩემი მტკივნეული ისტორიის მოყოლას წლები დასჭირდება. იმ ტკივილზე ვისაუბრო, რომელსაც ჩემი ძმის ობლები განიცდიან? თუ მისი მეუღლის ტკივილზე, რომელიც ინციდენტის დროს დაიჭრა? თუ მისი ქალიშვილის ტკივილზე, ფეხში ტყვია რომ მოხვდა და ახლა წელს ქვემოთ პარალიზებულია? იმ ტკივილზე ხომ არ მოგიყვეთ, რომელსაც დედაჩემი და ჩემი და განიცდიან? თუ მიგრაციის ტკივილზე, რომელმაც ჩვენი ოჯახი დაანგრია?“, – ამბობს ფარჰად ქალანავი.

„თალიბანის“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა მოლა ნურუდინ თურაბიმ, განაცხადა, რომ „თალიბანი“ დააბრუნებს მკაცრ სასჯელს, მაგალითად, სიკვდილით დასჯასა თუ კიდურების ამპუტაციას, თუმცა ამჯერად ეს საჯაროდ არ მოხდება.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend