სან მარინოს მოსახლეობამ რეფერენდუმში მხარი აბორტის ლეგალიზაციას დაუჭირა. ამომრჩეველთა 77-მა პროცენტმა 150 წლის წინანდელი კანონის გაუქმება მოითხოვა, რომლის მიხედვით აბორტი აკრძალული იყო.
ახალი კანონმდებლობის მიხედვით, ქალს აბორტის გაკეთება პირველი 12 კვირის განმავლობაში შეეძლება, ხოლო ამ ვადის გასვლის შემდეგ აბორტი მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება ნებადართული, თუ დედის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება ან ნაყოფს პათოლოგიები აღენიშნება.
რეფერენდუმში მოსახლეობის 40-მა პროცენტმა მიიღო მონაწილეობა.