მთავარი საქართველო რა არის საჭირო კოვიდბარათის მისაღებად

რა არის საჭირო კოვიდბარათის მისაღებად

კოვიდბარათის გარეშე მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში აკრძალულია ისეთ საჯარო სივრცეებში შესვლა, როგორებიცაა კვების ობიექტები, კინოთეატრები და სხვა.

საქართველოში კოვიდბარათის მიღება მხოლოდ იმ ადამიანებს შეუძლიათ, რომლებსაც ვაქცინის ორი ან ერთი დოზა აქვთ გაკეთებული.

ბარათზე დატანილია ვაქცინაციისა და ბოლო პისიარკვლევის შესახებ ინფორმაცია, ასევე აცრის უნიკალური QR კოდი და პირადი მონაცემები.

კოვიდბარათებს საქართველოში იუსტიციის სახლებსა და საზოგადოებრივ ცენტრებში უფასოდ გასცემენ.

მის მისაღებად წინასწარი ჩაწერა და ვიზიტის დაჯავშნა საჭირო არ არის.

კოვიდბარათის მისაღებად ვაქცინირებულმა პირმა იუსტიციის სახლში მხოლოდ პირადობის დამადასტურებელი მოწმობა უნდა წარადგინოს.

უახლესი

სხვა ამბები

კოვიდბარათიკოვიდბარათი

Send this to a friend