მთავარი ევროპა ისლანდია ისლანდიის პარლამენტის მანდატების უმეტესობა ქალმა პოლიტიკოსებმა მოიპივეს

ისლანდიის პარლამენტის მანდატების უმეტესობა ქალმა პოლიტიკოსებმა მოიპივეს

ისლანდიამ აირჩია ახალი პარლამენტი, რომელშიც დეპუტატების უმეტესობა ქალია. ხმების დათვლა 26 სექტემბერს დასრულდა. შედეგების მიხედვით, ისლანდიის 63-ადგილიან პარლამენტში, ალთინგში, რომელიც 1,100 წლისაა, 33 ქალი პოლიტიკოსი იქნება.

მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში ალთინგში 9 პარტია იქნება წარმოდგენილი. სამმა პარტიამ, რომელთაც კოალიციური მთავრობა ჰქონდათ ჩამოყალიბებული, 37 მანდატი მოიპოვა.

ყველაზე მეტი, 16 მანდატი, „დამოუკიდებლობის“ პარტიამ მოიპოვა. მეორე ადგილზე 13 ადგილით „პროგრესული პარტიაა“, ხოლო მესამეზე მოქმედი პრემიერ-მინისტრის „მწვანეთა პარტია“ გავიდა, რომელმაც 8 ადგილი მოიპოვა.

„დღეს საქმის კარგად შესრულება უნდა ვიზეიმოთ. ეს ციფრები კარგი შედეგების იმედს გვაძლევს. ეს დემოკრატიის გამარჯვებაა. ჩვენ, „დამოუკიდებლობის პარტიამ“, კიდევ ერთხელ ვაჩვენეთ, რომ დემოკრატია გვიყვარს. ჩვენ ჩავატარეთ არჩევნები და შედეგები ჩვენს სასარგებლოდაა“, – განაცხადა „დამოუკიდებლობის“ პარტიის ლიდერმა ბიარნ ბენედიკტსონმა.

კოალიციურმა მთავრობამ ისლანდიას ოთხწლიანი სტაბილურობა ათწლიანი კრიზისის შემდეგ მოუტანა. სამ მმართველ პარტიას ჯერჯერობით არ დაუდასტურებია, ისევ აპირებს თუ არა კოალიციური მთავრობის ჩამოყალიბებას, თუმცა ისლანდიაში ამომრჩევლების მაღალი მხარდაჭერის გათვალისწინებით, ეს მოსალოდნელია. ახალი მთავრობის დამტკიცებას რამდენიმე დღე დასჭირდება.

უახლესი

სხვა ამბები

Send this to a friend