მთავარიევროპაგერმანიაგერმანიაში საპარალამენტო არჩევნების წინასწარი შედეგებით, სოციალ-დემოკრატიული პარტია ლიდერობს

გერმანიაში საპარალამენტო არჩევნების წინასწარი შედეგებით, სოციალ-დემოკრატიული პარტია ლიდერობს

გერმანიაში საპარლამენტო არჩევნების წინასწარი შედეგების მიხედვით ხმათა 25%.8 %-ით ლიდერობს მემარცხენე-ცენტრისტული პარტია – „სოციალ-დემოკრატები “, მას ანგელა მერკელის „ქრისტიან-დემოკრატიული პარტია“ მოსდევს 24.1%-ით.

საბოლოო შედეგების გამოცხადებამდე ორივე პარტიის კანცლერობის კანდიდატი მხარდაჭერებთან ერთად გამარჯვებას ზეიმობს.

,,ეს იქნება არჩევნების გრძელი ღამე, დარწმუნებული ვარ, რომ ბევრმა მოქალაქემ ხმა მისცა ,,სოციალ-დემოკრატიულ პარტიას“, რადგან მათ სურთ ხელისუფლების შეცვლა და რომ მომავალი კანცლერი იყოს ოლაფ შოლცი“, – განაცხადა „სოციალ-დემოკრატიული პარტიის“ კანცლერობის კანდიდატმა ოლაფ შოლცმა.

არმინ ლაშეტმა, კანცლერობის კანდიდატმა  „ქრისტიან-დემოკრატიული კავშირიდან“ მხარდამჭერებთან შესახვედრისას განაცხადა, რომ  ეს არჩევნები მისი პარტიისთვის დიდი გამოწვევაა.

,,ჩვენთვის ჯერჯერობით ცნობილი არ არის საბოლოო შედეგები, თუმცა უკვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ვერ ვიქნებით კმაყოფილი. გერმანიაში ეს არჩევნები ნებისმიერ შემთხვევაში ყველა დემოკრატიული პარტიისთვის დიდი გამოწვევაა“, – განაცხადა „ქრისტიან-დემოკრატიული პარტიის“კანცლერობის კანდიდატმა არმინ ლაშეტმა.

მესამე ადგილს 14,6%-ით  „მწვანეთა პარტია“ იკავებს. ამ პარტიიდან კანცლერობის კანდიდატი ანალენა ბერბოკია.

გერმანიაში საპარლამენტო არჩევნებში სასურველი პარტიის მხარდაჭერა გერმანიის 60 მილიონზე მეტ მოქალაქეს შეეძლო.

თუ რა შედეგებით დასრულდება გერმანიაში საპარლამენტო არჩევნები რამდენიმე საათში იქნება ცნობილი. ამ არჩევნებით გერმანიაში სრულდება ანგელა მერკელის კანცლერობის 16-წლიანი მმართველობა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend