მთავარი გადაცემები კუბი მედიის განვითარების ფონდის 2020 წლის ანგარიში - "ანტიდასავლური პროპაგანდა"

მედიის განვითარების ფონდის 2020 წლის ანგარიში – “ანტიდასავლური პროპაგანდა”

მედიის განვითარების ფონდმა, USAID საქართველომ და საქართველოს გაეროს ასოციაციამ 2020 წლის ანგარიში “ანტიდასავლური პროპაგანდა” გამოაქვეყნეს.

ანგარიში მოიცავს 2020 წლის პერიოდს, შესაბამისად აქ არ არის შესული 5 ივლისს მედიის წარმომადგენლებზე თავდასხმის ფაქტები. თუმცა ორგანიზაციის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ამ ფაქტმა მნიშვნელოვნად შეცვალა ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები, მათ შორის მედია გარემო.

საანგარიშო პერიოდში ორგანიზაციამ გაანალიზა დაახლოებით 3500 კომენტარი, სადაც განსაკუთრებით ჭარბობდა ანტიამერიკეული პროპაგანდა. როგორც ორგანიზაციების წარმომადგენლები აღნიშნავენ, ეს უკავშირდება ამერიკის შიდა პოლიტიკურ პროცესებს, ასევე საქართველოში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებს.

ანგარიშის თანახმად, ანტიდასავლური გზავნილების მთავარი წყარო წინა წლების მსგავსად, მედია იყო, რომელსაც პარტიები და პოლიტიკოსები მოსდევენ. შემდეგ ადგილზე კი საზოგადოების ცალკეული წარმომადგენლები და საზოგადოებრივი ორგანიზაცები არიან, ხოლო ბოლოზე კი სასულიერო პირები.

უახლესი

სხვა ამბები

Send this to a friend