მთავარიამერიკააშშლოს-ანჯელესში ფილმების მუზეუმი იხსნება

ლოს-ანჯელესში ფილმების მუზეუმი იხსნება

ლოს-ანჯელესში 30 სექტემბერს ფართო საზოგადოებისთვის ფილმების მუზეუმი გაიხსნება. მუზეუმის პროექტზე მუშაობა ცხრა წლის წინ დაიწყო. მისი გახსნა 2017 წელს იგეგმებოდა, თუმცა გადაიდო.

წელს კი, 21 სექტემბერს, მსახიობმა ტომ ჰენქსმა მუზეუმი მედიის წარმომადგენლებისთვის გახსნა.

„საჭიროა თუ არა ფილმების მუზეუმი? რა თქმა უნდა! რადგან მნიშვნელოვანია ის ყველაფერი, რაც ამ ქალაქმა, რაც ხელოვნებამ მსოფლიოს მოუტანა და ხალხი გააერთიანა. არ აქვს მნიშვნელობა, ფილმს ძველ დარბაზში უყურებთ თუ სახლში, ონლაინ ტელევიზორში ხმის კარგი სისტემით. ფილმი ჯადოსნური ხელოვნებაა, რომელიც ყველას ყველგან ელაპარაკება. და არ იმსახურებს ეს ხელოვნება პატივისცემას, შესწავლას და სიამოვნებას? იმედი მაქვს, რომ ეს კითხვა თავად არის პასუხი“, – თქვა მსახიობმა მუზეუმის გახსნისას.

პროექტის დაფინანსებას მსახიობები ანეტ ბენინგი და ბობ იგერი ხელმძღვანელობდნენ. მუზეუმში შეგიძლიათ ნახოთ ბრუსი, მინის ზვიგენი, რომელიც ფილმი „ყბებისთვის“  დამზადდა, დოროთის ჩუსტები ფილმიდან „ოზის ჯადოქარი“, ასევე მრავალი კოსტიუმი თუ რეკვიზიტი ფილმებიდან „ვარსკვლავთა ომები“, „უცხოპლანეტელი“, „ჩვენ“ და სხვა.

აქ გამოფენილი ექსპონატებით საზოგადოებას შეუძლია, გაეცნოს  რეჟისორების სპაიკ ლისა და პედრო ალმოდოვარის ნამუშევრებს.

გამოფენაზე წარმოდგენილია კოსტიუმები, რომლებიც სპაიკ ლის თავის ფილმებში ეცვა. დამთვალიერებელი ნახავს მეწამულ კოსტუმსაც, რომელიც კალათბურთის ლეგენდას კობი ბრაიანტს ოსკარის დაჯილდოებაზე ეცვა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend