მთავარიევროპასაფრანგეთიფრანგმა რეჟისორმა ემანუელ კაპელინმა კლიმატის პრობლემებზე დოკუმენტური ფილმი გადაიღო

ფრანგმა რეჟისორმა ემანუელ კაპელინმა კლიმატის პრობლემებზე დოკუმენტური ფილმი გადაიღო

კლიმატის შესახებ სულ უფრო მეტ ფილმს იღებენ.  თითოეული მათგანში ნაჩვენებია, როგორი სერიოზული საფრთხე ემუქრება პლანეტას.

საერთაშორისოდ აღიარებული დოკუმენტური ფილმის რეჟისორი ემანუელ კაპელინი საკითხის შესასწავლად მსოფლიოს წამყვან კლიმატოლოგებს შეხვდა.

რეჟისორი ახალი ფილმის, „როგორც კი იგებ“ საშუალებით ცდილობს, მნიშვნელოვან კითხვებს გასცეს პასუხი, მაგალითად,  როგორ უნდა ვიცხოვროთ ამ კრიტიკულ სიტუაციაში და რა არის გამოსავალი? ევრონიუსთან რეჟისორმა ემანუელ კაპელინმა მსოფლიოში არსებულ ბუნებრივი ენერგიის პრობლემებსა და კლიმატის ცვლილებებთან დაკავშირებულ საკითხებზე ისაუბრა.

„კლიმატის საკითხი ნათელია. ჩვენ გადავლახეთ ზღურბლი. მიმდინარე მოვლენები გარდაუვალია. ამიტომ, ჩვენ უნდა განვასხვაოთ ის, რისი თავიდან არიდება ჯერ კიდევ შესაძლებელია. ამიტომ ასეთი ფილმის გადაღებას დიდი მნიშვნელობა აქვს. როგორც ფრანგი კლიმატოლოგი ერვე ლე ტრე ამბობს, ადამიანს შესწევს უნარი, გაუმკლავდეს და ებრძოლოს კლიმატთან დაკავშირებულ პრობლემებს“, – ამბობს ემანუელ კაპელინი.

„თუ გვსურს, შევცვალოთ ტენდენცია, ჩვენ უნდა ვიპოვოთ ალტერნატიული გამოსავალი, ცხოვრების წესი შევცვალოთ უფრო მდგრადი მოდელებით, რათა თავიდან ავიცილოთ სამყაროს კოლაფსი”, – ნათქვამია ფილმში.

რეჟისორის თქმით, მომავალს ვერავინ იწინასწარმეტყველებს, ვერც ყველაზე წარმატებული კლიმატოლოგები.

„ასე რომ, მთავარია, გავიგოთ ძირითადი მექანიზმები. ენერგიები ჩვენ თვითონ უნდა გავაკონტროლოთ. ფილმით სწორედ ამის თქმა მინდა. ამიტომ კლიმატზე საუბრისას მთავარი საკითხი სწორედ  ენერგია იქნება“, – თქვა ფილმის რეჟისორმა.

ემანუელ კაპელინის ფილმის პრემიერა საფრანგეთსა და ევროპაში შემოდგომაზე შედგება, შემდეგ კი მისი ჩვენება ამერიკის შეერთებულ შტატებში გაიმართება.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend