აღმოსავლეთ ევროპის მრავალპარტიული დემოკრატიისთვის ცენტრმა პოლიტიკურ პარტიებს ინოვაციური აპლიკაცია გადასცა, რომელიც მათ წინასაარჩევნო პერიოდში კამპანიების წარმოებაში დაეხმარება. როგორ მუშაობს აპლიკაცია და როგორია წინასაარჩევნო გარემო საქართველოში- ამ საკითხებზე ევრონიუს ჯორჯიას დილის ეთერში აღმოსავლეთ ევროპის მრავალპარტიული დემოკრატიის ცენტრის აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან ცუცქირიძემ ისაუბრა