მთავარი ევროპა გერმანია ანგელა მერკელის მმართველობის დასასრული

ანგელა მერკელის მმართველობის დასასრული

გერმანიის ისტორიაში პირველ ქალ კანცლერს ანგელა მერკელს ბევრი პრაგმატული პოლიტიკის გამო აქებს, ზოგიერთი კი მას ფემინისტების კერპადაც მიიჩნევს.

მიუხედავად ამისა, ანგელა მერკელმა 16 წლიანი მმართველობის განმავლობაში გენდერული თანასწორობის მიმართულებით მდგომარეობის გაუმჯობესების ბევრი შესაძლებლობა გაუშვა ხელიდან.

„მე გარკვეული თვალსაზრისით ქალებისთვის სიმბოლოს წარმოვადგენდი, ხალხი მადლიერი იყო რადგან ჩემს საქმეს კარგად ვართმევდი თავს. მაშინ ახალგაზრდა ვიყავი, აღმოსავლეთ გერმანიიდან და ასე რომ ვთქვათ, ყველა კრიტერიუმს ვაკმაყოფილებდი“, – ამბობს გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერი ანგელა მერკელი.

ფორბსის გამოცემა უკვე ათი წელია ანგელა მერკელს მსოფლიოს ყველაზე გავლენიან ქალად ასახელებს, გერმანელი პოლიტიკოსი მსოფლიოში ლიბერალიზმის ერთ-ერთ მთავარ დამცველად მოიაზრება.

დიდი იყო მისი პოლიტიკური გავლენაც, ის არასდროს იხევდა უკან ისეთი მასშტაბის პოლიტიკურ აქტორებთან, როგორებიცაა მაგალითად ვლადიმერ პუტინი და დონალდ ტრამპი.

მამაკაცების მიერ დომინირებულ პოლიტიკურ სფეროში წარმატებული მოღვაწეობისთვის  მილიონობით ქალი ანგელა მერკელს დღემდე აღმერთებს.

აფრიკაში, ახლო აღმოსავლეთსა და აზიაში ვიზიტებისას კანცლერი მუდმივად საუბრობდა ქალთა უფლებებზე და ამბობდა, რომ ქალების განათლება და დასაქმება საზოგადოების წინსვლის აუცილებელი პირობაა. თუმცა მერკელს ხშირად აკრიტიკებდნენ გერმანიაში, ქალების არასაკმარისად დახმარებისათვის.

ბონის უნივერსიტეტის მკვლევარი ჯულია როიშენბახი ანგელა მერკელის პოლიტიკას დღესაც აკრიტიკებს.

„ანგელა მერკელს ქალების სასიკეთოდ და მათთვის თანაბარი უფლებების მინიჭებისთვის გაცილებით ნაკლები აქვს გაკეთებული ვიდრე ამას თუნდაც კაცები ელოდნენ. მას ქალებთან დაკავშირებული პოლიტიკა საკუთარი მმართველობის ერთ-ერთ ძირითად მიმართულებად არ გაუხდია და არც იმაზე გაუმახვილებია ყურადღება, რომ ის გერმანიის ისტორიაში პირველი ქალი კანცლერია. ანგელა მერკელის მმართველობის პირობებში, ქალები ფედერალურ დონეზე საკანონმდებლო სფეროში მისი პარტიის 23 პროცენტს შეადგენდნენ, დღეს კი ეს მაჩვენებელი 19 პროცენტია. ამ თვალსაზრისით უარესი მაჩვენებელი მხოლოდ რადიკალ მემარჯვენე პარტიას, “ალტერნატივა გერმანიისთვის” აქვს“, – ამბობს ბონის უნივერსიტეტის მკვლევარი ჯულია როიშენბახი.

პოლიტიკაში გენდერული თანასწორობის მაჩვენებლით გერმანია სხვა ევროპულ სახელმწიფოებსაც ჩამორჩება.

საკანონმდებლო სფეროში ქალების მანდატების 31 პროცენტი აქვთ, შვედეთში ეს მაჩვენებელი თითქმის 50 პროცენტია, ბელგიაში 43, ესპანეთში კი 42.

„ანგელა მერკელის სამთავრებო კაბინეტში ქალები და კაცები თანაბარად გადანაწილებული არასოდეს ყოფილან. ეს გულდასაწყვეტია. ვიმედოვნებ, რომ მომავალ მთავრობაში, ვინც არ უნდა ჩამოაყალიბოს ის, ამ მიმართულებით წინსვლა იქნება. მიმაჩნია, რომ აუცილებელია ქალებისა და კაცების თანაბარი რაოდენობა იყოს მთავრობაში, ვინაიდან ქალები ისეთივე მნიშვნელოვანი არიან როგორც კაცები“, – ამბობს პარტიული აქტივისტი ლეონი პოუ.

გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საპარლამენტო არჩევნები 26 სექტემბერს გაიმართება და სულ რამდენიმე დღეში ევროპის ყველაზე დიდი ეკონომიკის მქონე სახელმწიფოს ახალი კანცლერი ეყოლება.

უახლესი

სხვა ამბები

Send this to a friend