საქართველოს ნაკრების ფორვარდმა, გიორგი მიქაუტაძემ ბელგიის ჟუპილერ ლიგაში სადებიუტო გოლი გაიტანა.
20 წლის შემტევმა “სერენი” “ანტვერპენთან” 56-ე წუთზე დააწინაურა, თუმცა სტუმრები ანგარიშით 1:2 დამარცხდნენ. “სერენის” მაისურით მიქაუტაძემ სამ შეხვედრაში 4 გოლი გაიფორმა.
“სერენს” 8 ტურის შემდეგ 9 ქულა აქვს და ბელგიის ჩემპიონატის მეცამეტე ადგილზეა.